ქართველი „კანონიერი ქურდების“ კრება საბერძნეთში დაიგეგმა - სპეცოპერაციის შედეგად 12 პირი დააკავეს
1783025137
ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი მოსახლეობას წურბელების გამოყენებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს.
ექიმის ინფორმაციით, ბოლო ერთ კვირაში კანის ინფექციით ორი პაციენტი მიმართა, რომელთაც ინფექცია სწორედ წურბელების მიერ დაზიანებულ კანში განუვითარდათ.
ბუწაშვილი აღნიშნავს, რომ წურბელების გამოყენება „წნევის დასაწევად“ ან „სისხლის გასაწმენდად“ სამედიცინო საფუძველს მოკლებულია.
„ხალხო, ნუ ისვამთ ამ წურბელებს კანზე, რაღა დროს წურბელებია, ან საერთოდ რატომ არის დაშვებული მათი გაყიდვა, გაუგებარია. ერთ კვირაში კანის ინფექციის მქონე ორი პაციენტი შემოვიდა, რომელსაც წურბელების მიერ დაზიანებულ კანში შეეჭრა ინფექცია. ადამიანს, მით უმეტეს, ახალგაზრდას, „წნევის დასაწევად“ და „სისხლის გასაწმენდად“ რატომ უნდა მოუვიდეს თავში წურბელის დასმა, ვერ ვიგებ“, - წერს ექიმი.