VIDEO: მაქსიმ გალკინმა მისთვის ყველაზე საყვარელი ქართული სიმღერა დაასახელა და გამომწერებს უმღერა
1740247052
ბარბარა სამხარაძე ამბობს, რომ მას იმ კონცერტებზე არ იწვევენ, რომელიც მის მხარეში ტარდება. ამის შესახებ მომღერალი სოციალურ ქსელში წერს.
„15 წლის ვიყავი, როცა გავხდი „ნიჭიერი 2016“-ის გამარჯვებული მის შემდეგ გავიდა 6 წელი.
მეექვსედ ტარდება „ჰერეთობა“ ჩემს რაიონში, მე კი მხოლოდ ერთხელ დამიკავშირდნენ, ისიც მაშინ, როცა კონტრაქტით უფასოდ სიმღერა მეკრძალებოდა და ერთ სიმღერაში 500 ლარი მოვითხოვე, და 2 სიმღერას „ვჩუქნიდი“.
რა თქმა უნდა, ვერ მოვრიგდით -„500 ლარად ხალხი ბარბარას არ ითხოვსო“. შემდეგ იყო ბევრი ფესტივალი და ჩემი მომღერალი მეგობრების კონცერტები ჩემსავე რაიონში… დღეს დასავლეთ საქართველოში უფრო ბევრჯერ მიმღერია, ვიდრე კახეთში.
P.S. კახეთში მხოლოდ ერთხელ ვიმღერე, ისიც კორპორატიულზე. საინტერესოა, ვის ითხოვს ხალხი და ვისი სურვილებია გათვალისწინებული“,- წერს ბარბარა სამხარაძე.