ცნობილი რუსი მომღერალი ბორის მოისეევი 68 წლის ასაკში გარდაიცვალა

boris moiseev

გარდაიცვალა ცნობილი რუსი მომღერალი ბორის მოისეევი. რუსული მედიის ცნობით, 68 წლის მომღერალი მოსკოვში საკუთარ სახლში გარდაიცვალა. მუსიკოსის გვამი მისმა არტდიტექტორმა, სერგეი გოროხმა აღმოაჩინა, როცა მოისეევთან სტუმრად მივიდა.

ცნობილია, რომ მომღერალს რამდენიმე ინსულტი ჰქონდა გადატანილი.

ბორის მოისეევო რუსეთის დამსახურებული არტისტი იყო და არაერთი პრემიის მფლობელი. ის იყო ერთ-ერთი პირველი ღიად გეი მომღერალი რუსეთში.