ზოდიაქოს რომელი ხუთი ნიშანი მიაღწევს თავის მიზანს 2025 წელს
1732219581
მომღერალ ლევან კბილაშვილის დედა მელიტა ფურცელაძე სოციალურ ქსელში მორიგ ემოციურ პოსტს აქვეყნებს და შვილის მეგობრებს მადლობას უხდის.
„სიტყვებს ვერ ვუყრი თავს. ხშირად მეკითხებიან არ გიჭირს ლევანის მეგობრებთან ურთიერთობაო? დღის უმეტეს ნაწილს ჩემს შვილთან ვატარებ და როდესაც იქ მისულს დღე-ღამის ნებისმიერ დროს თავდახრილი და თვალცრემლიანი მისი მეგობრები მხვდებიან, რა თქმა უნდა, მიჭირს, მაგრამ ამავდროულად, დიდი ძალა და ნუგეშია ჩემთვის მათი ლევანიკოს გვერდით ყოფნა.
ერთხელ ზაზამ მითხრა: - ამ ბიჭმა თავის თავის ფასი არ იცისო. იცოდა, როგორ არ იცოდა, მაგრამ არასდროს უყვარდა თავის გამოჩენა, არასდროს არავისთვის ზევიდან არ გადმოუხედავს, არასდროს უგრძნობინებია ვინმესთვის შენზე კარგი მომღერალი ვარო არ ვიცი, ვინ, სად, რომელ სიმღერაში როგორ დაინახა, ვის როგორ ესმოდა მისი ხმა, მე ის ვიცი, რომ ლევანიკო არის ადამიანი, რომელსაც მეგობრები არანაირი ნიშნით არ შეურჩევია, იცოდა ამ ურთიერთობის ფასი და ბოლომდე ერთგული იყო მათი. ეს ნახატი ლევანოს ბოლო ნამუშევარია! ეს პერანგი კი - სიმბოლო ნამდვილი და უანგარო მეგობრობის! ლევანიკოს ბიჭებო მადლობა უკლებლივ ყველას! უფალი გფარავდეთ“, - წერს მელიტა ფურცელაძე.