წყნეთის გზატკეცილზე დაგეგმილი სამუშაოების გამო, საავტომობილო მოძრაობა დროებით ორმხრივად შეიზღუდება

მოძრაობა

ბოლო დღეებში დედაქალაქში უხვი ნალექის მოსვლამ წყნეთი-ბეთანიის გზაზე არსებულ ფერდზე ქვათაცვენა გამოიწვია, რისთვისაც საჭირო გახდა ფერდის ჩამოწმენდა და სხვა გადაუდებელი საპრევენციო სამუშაოების ჩატარება, - ამის შესახებ აღნიშნულია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე თქმით, უსაფრთხოების მიზნით, სამუშაოების წარმოების დროს, 2 და 3 ივნისს, 10:00 საათიდან 15:00 საათამდე, წყნეთის გზატკეცილზე (წყნეთის დასასრულიდან ბეთანიის მიმართულებით) საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდება.

„რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, შეზღუდვის პერიოდში, წყნეთიდან ბეთანიისა და კიკეთისკენ მოძრავი N503 და N481 მიკროავტობუსები დროებით შეაჩერებენ მგზავრთა მომსახურებას. მოქალაქეებს აღნიშნული მიმართულებით გადაადგილება შეეძლებათ ბარათაშვილის ქუჩიდან კიკეთისკენ მიმავალი N316 ავტობუსით.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო!“, - აცხადებენ დედაქალაქის მერიაში.