თბილისობა

თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში მასშტაბური და მრავალფეროვანი ღონისძიებები გაიმართა

,თბილისობის“ დღესასწაულზე გიორგი ჩიტაიას სახელობის თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში მასშტაბური და მრავალფეროვანი ღონისძიებები გაიმართა. საქართველოს ყველა რეგიონმა თავისი კუთხის ანსამბლების მონაწილეობით გამართა ფოლკლორული კონცერტები, პერფორმანსები, წარმოადგინეს კულინარია, ღვინის კუთხეები, ჩაატარეს ქართული ტრადიციული რეწვის მასტერკლასები.

იმერეთმა ეთნოგრაფიულ მუზეუმში წარმოადგინა - პერფორმანსი, მრავალფეროვანი გამოფენები, ფოლკლორი, იმერული კულინარია და ღვინის კუთხე. იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე დაინტერესებულ სტუმრებს მხარის შესახებ ინფორმაციას აცნობდა. რეგიონის მიერ მოწყობილ კუთხეს საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი ესტუმრა და იმერულ ოდებთან წარმოდგენილ პერფორმანს დაესწრო. ,,თბილისობის” ფარგლებში მუზეუმში გაცოცხლდა სხვადასხვა კუთხის ყოფა-ცხოვრება, ოჯახური რიტუალები, ლხინის, სუფრის, მოსავლის აღება-დაბინავების სცენები და სხვა

მთავარი სიახლეები