დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
ორწლიანი პაუზის შემდეგ, დედაქალაქში თბილისობა აღინიშნება. ღონისძიებაზე დასასწრებად თბილისის მერი კახა კალაძე მეუღლესთან ერთად მივიდა.
„ორწლიანი პაუზის შემდეგ, სახალხო დღესასწაულს „თბილისობას“ აღვნიშნავთ. ძალიან მიხარია, რომ ბევრი ადამიანია გამოსული, აღნიშნავენ და ერთობიან. ყველანაირი პირობა შევქმენით იმისთვის, რომ ეს ორი დღე ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის და ჩამოსული სტუმრებისთვის საინტერესო იყოს. გვაქვს რამდენიმე ლოკაცია, სადაც ორი დღის განმავლობაში, სხვადასხვა ღონისძიება იმართება. ხვალ კი გაიმართება საპატიო თბილისელების დაჯილდოების ცერემონია. მინდა, ყველას მოვულოცო დღევანდელი დღე და ყოველდღიურ ცხოვრებაში სიხარული, ბედნიერება, წარმატებები ვუსურვო. დედაქალაქის მერია ზრუნავს და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ეს დღესასწაული, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს, წარმატებული იყოს“,- დაწერა კახა კალაძემ და ფოტოებიც გამოაქვეყნა.