1737433647
შუქი საღამომდე გაითიშება - ნახეთ მისამართები
გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 21 იანვარს თბილისის ქუჩების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. აღნიშნულ ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს.
დიდუბის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მარშალ გელოვანის გამზირის, რობაქიძის გამზირის, დიღმის მასივის I, II, III კვარტლების და ბაქრაძის ქუჩის მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), იყალთოს, გამსახურდიას, კოსტავას და ბახტრიონის ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.