შუქი გაითიშება – ნახეთ, ქუჩების ჩამონათვალი

შუქი გაითიშება

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო პირველ აპრილს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება, - ინფორმაციას და ქუჩების ჩამონათვალს „თელასი“ ავრცელებს.

ჩუღურეთის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზაარბრიუკენის მოედნის, დავით აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), კოტე და სოსო წერეთლების, ჭოროხის, კიევის, აბაშიძის, რომის, გედევანიშვილის, კოლხეთის, უზნაძის, ანაკლიის, ჩანჩიბაძის, ბენაშვილის, ერისთავის, ჩიტაიას, წინამძღვრიშვილის, მაზნიაშვილის, დოლიძის, გრანელის, მარჯანიშვილის, ახალციხის, სხულუხიას, კლდიაშვილის, ჯავახიშვილის, ჩიქობავას, ჩუბინაშვილის და მამარდაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.გამოიწერეთ სიახლეები