შუქი გაითიშება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

შუქი

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 10 თებერვალს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება, - ინფორმაციას და ქუჩების ჩამონათვალს კომპანია „თელასი“ ავრცელებს.

ისნის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა ქეთევან წამებულის მოედნის, წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), კახეთის გზატკეცილის, გიორგი ლასხიშვილის, შირაქის, დოესის, ცუცხვათის, ლეხ კაჩინსკის, აწყურის, აშშ პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის, კასპის, ეკატერინე ფორაქიშვილი-სარაჯიშვილის, უჯარმის, კაჭარავას, ალექსანდრე ახვლედიანის,  პატარძეულის, კობარეთის, წინანდლის, ავლიპ ზურაბიშვილის, რუსუდან მიქელაძის,  თელავის, დესპინე გელოვანის, გარეკახეთის, ძეგლევის, გურამ აბრამიშვილის, დოლაბაურის, ეთერ კაკულიას, ვაჟა ივერიელის, კოშკოვანის, ზინდისის, შორაპნის, ძევერის და ქეთევან ლოსაბერიძის ქუჩების მოსახლეობას.

სამგორის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 I მიკრორაიონის (ნაწილობრივ), ვარკეთილი-2 I მიკრორაიონის (ნაწილობრივ) და ილია სუხიშვილის ქუჩის მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.