გაფრთხილება! წყალი 18 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

წყალი შეწყდება

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყალმომარაგების შეზღუდვაზე ინფორმაციას ავრცელებს.

„8 დეკემბერს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი, მთაწმინდის რაიონში, ამაღლების ქუჩაზე, წყალმომარაგების ქსელზე სტაბილურობისთვის აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.

კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაუდებელ სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 8 დეკემბერს 12:00 საათიდან 9 დეკემბრის 06:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

მთაწმინდის რაიონში: დაბა წავკისს (სრულად).

8 დეკემბერს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი, მთაწმინდის რაიონში, ამაღლების ქუჩაზე, წყალმომარაგების ქსელზე სტაბილურობისთვის აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.

კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაუდებელ სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 8 დეკემბერს 14:00 საათიდან 8 დეკემბრის 18:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

მთაწმინდის რაიონში:

რუსთაველის გამზირი N 2-46 (ლუწებს), N 1-11 (კენტებს), ფურცელაძის, ჯორჯაძის, გუდიაშვილის, ნატო ვაჩნაძის და ზაქარია ჭიჭინაძის ქუჩებს.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის", - ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე ნახეთ:

„ბრალდება მძიმეა, პარტია ერკვევა საქმის დეტალებში“ - „ევროპული საქართველო“ თანაპარტიელის დაკავებაზე განცხადებას ავრცელებს

„ვერასდროს წარმოვიდგენდი, მსგავსი რამის დაწერა თუ მომიწევდა...“ - ბაბი კირკიტაძე მიმართვას ავრცელებს

„წერილის ავტორს ვეძებ... მინდა, ახალ წელს ორივე ბავშვი გავახარო...“ - რას წერს ნინი შერმადინი