ამ ქუჩებზე 28 ოქტომბერს შუქი გაითიშება - „თელასი“ აბონენტებს აფრთხილებს

შუქი გაითიშება

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 28 ოქტომბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება, - ამის შესახებ ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს. 

შეზღუდვა შეეხება შემდეგ რაიონებს:

ისნის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება:  ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ) და ბოჭორმის ქუჩის მოსახლეობას.

ვაკის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქობულეთის და მცხეთის ქუჩების მოსახლეობას.

მთაწმინდის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნიკოლაძის, ლაპიაშვილის, ქუჩიშვილის, ანჯაფარიძის, კოსტავას, მღვიმელის, ღამბაშიძის, მელიქიშვილის და როდენის ქუჩების მოსახლეობას. 

საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება:  დიდი დიღმის III მიკრორაიონის, დიღმის სასწავლო მეურნეობის, მეფე მირიანის, დავით ბატონიშვილის, კასტელის, მაქს ტილკეს, იან ჰომერის, სტრაბონის, მაჭავარიანის, მარკო პოლოს, კლაპროთის, იაკობ რაინეგსის, ჰენრიკ ჰრინევსკის, ვეფხისტყაოსნის, შერმადინის, ჰუგო ჰუბერტის, არქანჯელო ლამბერტის, ბარონ დე ბაის, რაფიელ დანიბეგაშვილის, ხატაეთის, პეტრიწის, ფრედერიკ მონპერის, კრისტიან სტივენის, ტიმოთე ბელოის, ბერტა ფონ ზუტნერის და ოსკარ შმერლინგის ქუჩების მოსახლეობას. 

კრწანისის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება:  გორგასლის და ფაბრიკის ქუჩების მოსახლეობას. 

გლდანის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება:  გობრონიძის ქუჩის მოსახლეობას. 

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.