მკვლელობა ვაკეში - რა ხდება ადგილზე ამ წუთებში
1741985330
საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა მოახლოებული შეკრების წინ სასტუმრო„პარაგრაფში’’ პრესკონფერენცია გამართა.
ვილი სანიოლი: „შემოდგომაზე ვნახეთ, რომ ბევრი ჩვენი წამყვანი ფეხბურთელი დაღლილი იყო. ბევრმა მოთამაშემ ზაფხულიდან მოყოლებული ბევრი ითამაშა და ცოტა ივარჯიშა. მათ გასული წლის ბოლოს ფსიქოლოგიური და ფიზიკური დაღლილობა ეტყობოდათ. ზამთარში დაისვენეს და ახლა უკეთეს ფორმაში მოგვევლინებიან“.
„ერევანში კვარაცხელია და კაშია დაგვაკლდებიან, თუმცა შანსი სხვა მოთამაშეებს მიეცემათ. საბა გოგლიჩიძე კარგ ფორმაშია და მის თამაშს სომხეთთან გასვლით მატჩში მოუთმენლად ველი“.