დაგროვებითი პენსია 17 000-მა პირმა გაიტანა - ერთ ბენეფიციარზე 4,132 ლარი გაიცა

პენსია

საპენსიო სააგენტომ 2025 წლის თებერვლის ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც საპენსიო ფონდში მობილიზებული თანხა ამ დროისთვის 6.4 მილიარდ ლარს შეადგენს, საიდანაც 1.54 მილიარდი ლარი საპენსიო აქტივებზე დარიცხული სარგებელია.

ამასთან საპენსიო სააგენტოს სტატისტიკიდან ირკვევა თუ რამდენმა პირმა ისარგებლა უკვე დაგროვებითი პენსიით. ანგარიშის თანახმად, ახალ საპენსიო სისტემაზე გადასვლიდან, ანუ 2019 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 28 თებერვლის ჩათვლით სულ 17,085 პირმა ისარგებლა, რომლებზეც ჯამურად 70.6 მილიონი ლარი გაიცა, რაც ერთ ბენეფიციარზე 4,132 ლარი გაიცა.

უშუალოდ 2025 წლის თებერვალში დაგროვებითი პენსიაზე 856 ადამიანი გავიდა, მათზე გაცემულმა თანხამ კი საშუალოდ 5,607 ლარი შეადგინა.