დღეიდან ამინდი მკვეთრად გაუარესდება - გაფრთხილების ტექსტს 112-იც ავრცელებს
1742183701
თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე კაცი მოკლეს. გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრილია მოკლულის თანმხლები პირი. ის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს და შესაბამისი პროცედურები უტარდება.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.