იტალიაში მიწისძვრა მოხდა - ხელისუფლება მოსახლეობას უსაფრთხოების წესების დაცვისკენ მოუწოდებს

მიწისძვრა

იტალიის ქალაქ ბარიში მიწისძვრა მოხდა. სიმძლავრემ 4.5 მაგნიტუდა შეადგინა. ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.

სერიოზული ზიანი არ დაფიქსირებულა, თუმცა ადგილობრივი ხელისუფლება მოუწოდებს მოსახლეობას, დაიცვან უსაფრთხოების წესები და იყვნენ მზად შესაძლო, განმეორებითი ბიძგებისთვის.