1774906632
დემბელე, მბაპე და ხვიჩა - Sport-ი ლუის ენრიკეს მიდგომებზე წერს
ესპანური გამოცემა Sport-ი პსჟ-ის მთავარ მწვრთნელის, ლუის ენრიკეს მიდგომებზე წერს და უსმენ დემბელეს მიერ „ოქროს ბურთის“ მოგებაში ასტურიელი სპეციალისტის წვლილზე ამახვილებს ყურადღებას.
გამოცემის ჟურნალისტი ალექს კალაფი დემბელესა და კილიან მბაპეს შორის ავლებს პარალელს და აღნიშნავს, რომ ენრიკემ დემბელეს საუკეთესო ვერსია გვაჩვენა, მისი შემდეგი სამიზნე კი ხვიჩა კვარაცხელიაა.
„უსმან დემბელეს „ოქროს ბურთი“ უბრალოდ წარმოუდგენელი იქნებოდა ლუის ენრიკეს გარეშე, ხოლო პსჟ-ის შარშანდელი სეზონი ასეთი წარმატებული ვერ იქნებოდა უსმანის ასეთი ვერსიის გარეშე. ლუის ენრიკემ დაარწმუნა ფრანგი, რომ მას შეუძლია, გუნდის ლიდერობა ითავოს, და რომ ამისთვის გოლებისა და საგოლე გადაცემების გარდა დაცვაში თამაშიცაა საჭირო...“











