1774906632
რატი იონათამიშილი: გამჭვირვალობა არის ის, რაც არის ჩვენი საზოგადოების მოთხოვნა და რისიც ეშინიათ რადიკალებს და პოლიტიკურ ექსტრემისტულ ჯგუფებს რადიკალურ ოპოზიციაში
გამჭვირვალობა არის ის, რაც არის მოთხოვნა სრულიად ჩვენი საზოგადოების და ასევე არის ის, რისიც ეშინიათ რადიკალებს და პოლიტიკურ ექსტრემისტულ ჯგუფებს რადიკალურ ოპოზიციაში და ესეც ბუნებრივია, რა საკვირველია, მაგრამ მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ ამ პრინციპს ვიცავთ და მისი ერთგულები ვრჩებით, - განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა.
მისივე თქმით, როგორც ევროკავშირის წევრი, ასევე არა წევრი ქვეყნები გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით ან უკვე იღებენ ან განიხილავენ კანონებისა და ინიციატივების მიღებას.
„ჩვენ წინასწარ ვერ მივიღებთ გადაწყვეტილებებს სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლეების ნაცვლად, მაგრამ სამაგიეროდ, ვიცით რა გადაწყვეტილებებს იღებენ ევროკავშირის ქვეყნები, თუნდაც საფრანგეთი რომ ავიღოთ. ის ქვეყნებიც, რომლებიც ევროკავშირის წევრები არ არიან, მაგრამ ერთ-ერთი ძირითადი მოთამაშეები არიან ევროპის კონტინენტზე, მაგალითად დიდი ბრიტანეთი, სადაც გამჭვირვალობის ინიციატივები, კანონმდებლობები ან უკვე მიღებულია და მოქმედებს ან ახლა განიხილება შესაბამის ორგანოებში და პოლიტიკური გადაწყვეტილებები უკვე მიღებულია. ეს რა საკვირველია, შემთხვევითი არ არის. ეს მნიშვნელოვანია ნებისმიერი ეროვნული დემოკრატიის დასაცავად იმიტომ, რომ გამჭვირვალობის იდეის მთავარი მიზანი არის მაქსიმალურად ინფორმირებული მოქალაქე.
ზუსტად ერთი წელი გავიდა, რაც „ფარას" ანალოგი კანონი მიიღო საქართველოს პარლამენტმა, გამჭვირვალობის კანონის მიღებიდან კი ორი წელი გავიდა. ახლახან გამოქვეყნდა სახალხო დამცველის ანგარიში, სადაც არის საუბარი, რომ 2025 წელს არცერთი არასამთავრობო ორგანიზაციის მიმართ ანტიკორუფციულ ბიუროს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმი არ მიუღია, არცერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ქონების დაყადაღების მოთხოვნით არ მიუმართავს სასამართლოსთვის. ესეც ძალიან საინტერესო ინდიკატორია. რომ ამბობდნენ, რომ ეს იქნებოდა რეპრესიული კანონი და გარკვეული ორგანიზაციების საქმიანობის შეჩერებისთვის გამოიყენებს ხელისუფლებაო, ესეც აღმოჩნდა აბსოლუტური სიყალბე და ტყუილი.რაც შეეხება, ფინანსების გამჭვირვალობას, ვნახეთ მდიდარი NGO-ები როგორ გაურბოდნენ ამას და საკუთარ ორგანიზაციებს ესტონეთში, სხვა ქვეყნებში არეგისტრირებდნენ. შესაბამისად, გამჭვირვალობა არის ის, რაც არის მოთხოვნა სრულიად ჩვენი საზოგადოების და ასევე არის ის, რისიც ეშინიათ რადიკალებს და პოლიტიკურ ექსტრემისტულ ჯგუფებს რადიკალურ ოპოზიციაში და ესეც ბუნებრივია, რა საკვირველია, მაგრამ მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ ამ პრინციპს ვიცავთ და მისი ერთგულები ვრჩებით", - აღნიშნა იონათამიშვილმა.











