ზივზივაძე

1784571736

„მზადაა, კვლავ ფურორი მოახდინოს“ - ბუნდესლიგის გვერდი ბუდუზე წერს

ბუნდესლიგის ოფიციალური გვერდი, მეორე ბუნდესლიგის პოტენციური ბომბარდირების შესახებ წერს და სტატიის ავტორის ყურადღების ცენტრში „ჰაიდენჰაიმის“ ქართველი შემტევი, ბუდუ ზივზივაძეც მოხვდა. სტატიაში აღნიშნულია, რომ 32 წლის შემტევი ბომბარდირობის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი იქნება.  „1. FC Heidenheim 1846“-თან ერთად ბუნდესლიგაში გატარებული წელიწადნახევრის შემდეგ, ბუდუ ზივზივაძე მე-2 ლიგაში დაბრუნდა და მზადაა, კვლავ ფურორი მოახდინოს...“განაგრძე კითხვა Crystalsport-ზე

წიტაიშვილი

1784571598

გერმანული, ფრანგული და ნიდერლანდური ვარიანტები | რას გადაწყვეტს წიტაიშვილი

Footmercato-ს ინფორმაციით, გიორგი წიტაიშვილის მიმართ ინტერესს „ლორიანი’’, პსვ და „ფრაიბურგი’’ იჩენენ. ფეხბურთელის მიმართ „ლორიანი’’ განსაკუთრებულად დაინტერესებულია, წიტაიშვილისთვის ლიგა 1-ში დარჩენა მიმზიდველი ვარიანტია, თუმცა ნიდერლანდური პსვ და გერმანული „ფრაიბურგი’’ ფეხბურთელის გარშემო არსებულ ვითარებას ყურადღებით აკვირდებიან. ამ ეტაპზე ფეხბურთელს გადაწყვეტილება არ მიუღია.განაგრძე კითხვა Crystalsport-ზე

ოქროს ბურთი

1784571475

ოქროს ბურთის რეიტინგი განახლდა - ათეულში ბევრი ცვლილებაა

მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, გავლენიანმა საფეხბურთო გამოცემა Goal.com-მა 2026 წლის ოქროს ბურთის ფავორიტთა სია განაახლა, რომელშიც სამწუხაროდ, ხვიჩა კვარაცხელიას რეგრესი აქვს და მე-9 პოზიციამდე დაქვეითდა. 1 კვირის წინანდელ რეიტინგში ქართველი შემტევი მე-7 პოზიციაზე იყო, თუმცა მუნდიალის შემდეგ პოზიციები საგრძნობლად შეიცვალა.  Goal.com-ის ვერსიით, ოქროს ბურთის მოგების მთავარი კანდიდატი მიუნხენის „ბაიერნისა“ და ინგლისის ნაკრების შემტევი ჰარი კეინია, მეორე პოზიციაზე ლამინ იამალი აღზევდა, მესამე საფეხურზე კი ლიონელ მესია.განაგრძე კითხვა Crystalsport-ზე

თოფურია

1781500080

ილია თოფურია თეთრ სახლში, ჯასტინ გეიჯისთან დამარცხდა

ილია თოფურია თეთრ სახლში გამართულ UFC-ის ღონისძიებაზე დამარცხდა.ქართველმა მებრძოლმა UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ჩხუბი ჯასტინ გეიჯისთან წააგო და შესაბამისად, ჩემპიონის ქამარიც დაკარგა.ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც UFC-ის ღონისძიება თეთრ სახლში ჩატარდა. გადაწყვეტილება აშშ-ის დამოუკიდებლობის 250 წლის იუბილეს ემსახურებოდა.

პორიე

1781406402

„ძალიან მინდა, ილია ამ პოზიციაში ვნახო...“ - როგორია პორიეს პროგნოზი

UFC-ის ლეგენდარულმა მებრძოლმა, დასტინ პორიემ ილია თოფურიასა და ჯასტინ გეიჯის საჩემპიონო ჩხუბის შესახებ თავისი მოლოდინები გააზიარა.  რას ამბობს პორიე:„ვნახე რაც მოხდა ილიას და ჯასტინს შორის და არ ვიცი, რა ხდება. თუმცა ვნახე, საიდანაც დაიწყო ეს ყველაფერი. ჯასტინმა თქვა: „მესმის, შენმა ცოლმა რატომაც მიგატოვა“ ან რაღაც მსგავსი, „ხალხს შენს გარშემო ყოფნა არ უნდაო“ და არ ვიცი, ილია ცდილობს ამას ჩაეჭიდოს, რომ ცეცხლზე ნავთი დაასხას თუ რა. არ ვიცი რა ხდება, მაგრამ ჯასტინს მისი ცოლისთვის დიდი შეურაცხყოფა არ მიუყენებია. არ ვიცი, ეს ჩემი საქმე არაა...“განაგრძე კითხვა Crystalsport-ზე

თოფურია

1781406212

„ხვალ საღამოს ამერიკული ოცნებით ვიცხოვრებთ“ - აწონვების ცერემონია და ბოლო Face-off

თეთრ სახლში, UFC Freedom 250-ის აწონვების ცერემონია მებრძოლების ბოლო პირისპირ დგომი გაიმართა, სადაც მთავარი ყურადღება ბუნებრივია, ილია თოფურიასა და ჯასტინ გეიჯის ჩხუბზე იყო გამახვილებული. ბრძოლამდე, ილია თოფურიასა და ჯასტინ გეიჯის ერთმანეთთან ბოლო Face-off ჰქონდათ, რის შემდეგაც ბოლო კომენტარებიც გააკეთეს.განაგრძე კითხვა Crystalsport-ზე

ბართიშვილი

1781406068

„მომავალი კვარა და დავითაშვილი?“ - ფრანგები ბართიშვილზე წერენ

საქართველოს 19-წლამდე ნაკრების ფეხბურთელი, ანდრია ბართიშვილი ფრანგული მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა. ქართული ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავი, რომელიც ჯერ მხოლოდ 17 წლისაა, უკვე იქცევს ევროპული გუნდების ყურადღებას და სხვადასხვა კლუბების სკაუტები მის თამაშს აქტიურად აკვირდებიან.  ქართველი შემტევის შესახებ ცოტა ხნის წინ, ზურიკო დავითაშვილის „სენტ-ეტიენთან“ დაახლოებულმა Morning-foot-მა დაწერა ბართიშვილს „შემდეგი კვარაცხელია და დავითაშვილიც“ უწოდა.განაგრძე კითხვა Crystalsport-ზე

ბარკოლა

1781319480

კვარასთან კონკურენციის გამო? - ბარკოლა დიდი ალბათობით, პსჟ-ს დატოვებს

„პარი სენ-ჟერმენის“ შემტევმა, ბრედლი ბარკოლამ შესაძლოა, პარიზული გუნდი დატოვოს. გავლენიანი ფრანგული გამოცემა L’Equipe-ს ინფორმაციით, პსჟ-ში ხვიჩა კვარაცხელიას მოსვლის შემდეგ, ფრანგმა შემტევმა ქართველთან კონკურენცია აშკარად წააგო და ამის გამო, გუნდის დატოვებასაც განიხილავ, რათა რეგულარული სათამაშო დრო ჰქონდეს.  გამოცემა წერს, რომ ბარკოლას დამატების მთავარი კანდიდატები პრემიერ ლიგის გიგანტები, „ლივერპული“ და „არსენალი“ არიან. მოჰამედ სალაჰის წასვლისა და ამ სეზონში შეტევაში არსებული სირთულეების ფონზე, „ლივერპული“ ფლანგების გაძლიერებას აქტიურად ცდილობს. მეორე მხრივ, ინგლისური ფეხბურთის მწვერვალზე დაბრუნების შემდეგ, „არსენალი“ აპირებს შანსი ხელიდან არ გაუშვას და წარმატებული მომენტით ისარგებლოს.განაგრძე კითხვა Crystalsport-ზე

ბენიტესი

1781319360

„პირველ რიგში, კვარაცხელია დაგვაკლდება“ - ბენიტესმა მუნდიალზე ისაუბრა

„ლივერპულისა“ და „ნაპოლის“ ყოფილი მთავარი მწვრთნელი, რაფაელ ბენიტესი წუხს იმის გამო, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის შესაძლებლობა ვერ მიიღო.La Gazzetta dello Sport-თან ინტერვიუში კითხვაზე, თუ რომელი დიდი მოთამაშე დააკლდება 2026 წლის მუნდიალს, ესპანელმა უპასუხა:  „ამ კითხვაზე პასუხი ძალიან მარტივია: პირველ რიგში, კვარაცხელია დაგვაკლდება, ის ყველაზე მეტად მოგვენატრება. შემდეგ, რა თქმა უნდა ოსიმენიც, და არა მხოლოდ იმიტომ, რომ „ნაპოლიში“ თამაშობდნენ და ამ გუნდს ჩემს გულში განსაკუთრებული ადგილი უკავია. თუმცა, ასევე უნდა დავამატო ჟიელინსკი და ლევანდოვსკიც — ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელი.“განაგრძე კითხვა Crystalsport-ზე

კვარაცხელია

1781319240

„დიდებულ თამაშს დიდი ფეხბურთელები ქმნიან“ - ნეაპოლში კვარა და ოსიმენი გაიხსენეს

ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ფაბიო რავეცანიმ ნეაპოლური ტელევიზია Calcio Napoli 24-ის ეთერში „ნაპოლის“ ახალი მწვრთნელის, მასიმილიანო ალეგრის შესახებ ისაუბრა და ანტონიო კონტე გააკრიტიკა.ჟურნალისტმა ნეაპოლური გუნდის ყოფილი ფეხბურთელები, ხვიჩა კვარაცხელია და ვიქტორ ოსიმენიც გაიხსენა. „ალეგრი მილანიდან გაათავისუფლეს, მას ომი გამოუცხადეს და საკმაოდ უხეშად გაუშვეს. ახლა მას რევანშის აღება სურს, მათ შორის იმიჯის გამო და მილანისგან კომპენსაციას ითხოვს. თუმცა, ალეგრიმ არ უნდა იძიოს შური ნაპოლის ხარჯზე, ამიტომ არ შეუძლია ამ საკითხის დიდხანს გაწელვა. სასაცილოა, რომ ჯერ კიდევ უცნობია, ვინ უხელმძღვანელებს მილანს...“განაგრძე კითხვა Crystalsport-ზე

დემეტრაძე

1781279400

„მთელი სეზონი მაღალ დონეზე ჩაატარა“ | დემეტრაძემ კვარაცხელია შეაქო

საქართველოს ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, გიორგი დემეტრაძემ, ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. დემეტრაძემ „პარი სენ-ჟერმენის“ გარემარბის მისამართით საქებარი სიტყვები არ დაიშურა და განაცხადა, რომ 2025-2026 წლების სეზონში ის ფრანგული გრანდის ლიდერი იყო.„ხვიჩას მთელი საქართველო გულშემატკივრობდა. მან ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ მეორედ მოიგო და მის გამო ყველა ქართველი ბედნიერი იყო. კვარაცხელია „პარი სენ-ჟერმენს“ კარგად კი არ მოერგო, ამ გუნდის გამოკვეთილი ლიდერი გახდა...“განაგრძე კითხვა Crystalsport-ზე

კვარაცხელია

1781250720

„არანაირ თანხას არ დავიშურებდი“ | მერფიმ ლივერპულს კვარას ტრანსფერი ურჩია

ინგლისის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, დენი მერფიმ, „Sports Mole“-ს ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა და დაასახელა გარემარბი, რომელიც „ლივერპულს“ იდეალურად მოერგებოდა და მოჰამედ სალაჰს შეცვლიდა.მერფის მიხედვით, „წითლებმა“ ყველაფერი უნდა გააკეთონ, რათა ხვიჩა კვარაცხელია გაიფორმონ.„იან დიომანდეს შეუძლია, მოჰამედ სალაჰის მემკვიდრე გახდეს. დინამიკური სტილი აქვს, ორივე ფლანგზე თამაში შეუძლია, გოლები გააქვს და ფიზიკურად ბრწყინვალე ფორმაშია. რაც ვნახე, საოცარი ტალანტი ჩანს და ნამდვილად შეუძლია, სალაჰი ღირსეულად შეცვალოს...“განაგრძე კითხვა Crystalsport-ზე