პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
კორონავირუსის გადატანის შემდეგ ადამიანების უმრავლესობა თავის ტკივილს უჩივის. „ომიკრონის“ ერთ-ერთი დამახასიათებელი სიმპტომი თავის ძლიერი ტკივილია, თუმცა, მას შემდეგ, რაც ინფექცია ორგანიზმიდან გადის, ეს უსიამოვნო შეგრძნება მაინც არ გვტოვებს.
რამდენ ხანს გრძელდება, ვისთვის არის საყურადღებო და როდის უნდა მივიდეთ ექიმთან - ამ აქტუალურ კითხვებზე „პრაიმ თაიმის“ მკითხველს ექიმ-ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა პასუხობს.
„თავის ტკივილი ყოველთვის საყურადღებოა. თუმცა, პოსტ-ინფექციურად, ინფექციის გადატანის შემდეგ მათ შორის კოვიდის გადატანის შემდეგ, ეს სიმპტომი შეიძლება გახანგრძლივდეს. მას არ უნდა ჰქონდეს მზარდი ხასიათი და დინამიკაში უნდა იყოს კლებისკენ. ანუ, რაც დრო გადის ჩვენ ეს სიმპტომი ნაკლებად უნდა გვაწუხებდეს და არ უნდა საჭიროებდეს ყოველდღიურად მედიკამენტოზურ ჩარევას და ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატის მიღებას.
თუ ადამიანს თავის ტკივილი 2 კვირაზე მეტ ხანს უგრძელდება, ან მას აქვს მზარდი ხასიათი და საჭიროებს დღეში რამდენჯერმე ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტის მიღებას, ამ დროს მნიშვნელოვანია, რომ მან ექიმს, ნევროპათოლოგს მიმართოს მდგომარეობის შესაფასებლად.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ასაკოვან ადამიანებში, ან ადამიანებში, რომლებსაც ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანება აქვს.
რაც შეეხება ახალგარზდებს, თუ თავის ტკივილის სიხშირე მცირდება, ის საშიში არ არის. დიდი ალბათობით პოსტ-ინფერქციურ პერიოდთან არის დაკავშირებული და გაივლის. მაგრამ თუ ამას მზარდი ხასიათი აქვს და საჭიროებს მედიკამენტოზურ ჩარევას, ასეთ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რომ ექიმს დროულად მივმართოთ“, - განაცხადა გოგინავამ.