პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ექიმი მარინა ტოტოჩავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და საზოგადოებას სხვადასხვა მძიმე დაავადების შესახებ რჩევებსა და რეკომენდაციებს უზიარეს.
„1. ფილტვის სიმსივნის დროს ანუ კიბოს დროს, ასევე სხვა ორგანოს კიბოს დროს, მით მეტ ხანს იცოცხლებთ, რაც უფრო გააჯანსაღებთ ღვიძლს. მიუხედავად იმისა, თუ გეტყვიან ღვიძლი ჯანსაღი გაქვსო. ჩვენ არ ვართ ისეთი მაღალი დონის გარემოში, ასეთი დონის კვლევები ტარდებოდეს, რომ ღვიძლის ფერმენტაციული დარღვევები გამოჩნდეს.
მაგრამ ,გამოცდილმა ექიმებმა იციან, ღვიძლის უამრავი ფერმენტებიდან, რომლის დარღვევა რა ჩივილებით გამოიხატება. დღევანდელი ეკოლოგიის პირობებში, პატარა ბავშვებსაც კი, მინერალური შიმშილი აქვთ ღვიძლის. სხვადასხვა სიმსივნის, უფრო მეტად, ფილტვის სიმსივნის დროს, ყველაზე ხშირი და მძიმე გართულებაა თავის ტვინის თრომბოზი.
აქსიომა, ყველა ტიპის თრომბოზის მთავარი წყარო დაზიანებული ღვიძლია. ღვიძლი თრომბების სამჭედლოა. თუ ღვიძლი ნორმაში გაქვთ, სისხლის აგრეგაციული პრობლემები, თრომბოზის სახით არ გექნებათ. სიმსივნეების დროს სიკვდილს აჩქარებს ღვიძლიდან გამომდინარე თრომბოზები.
შეგახსენებთ 1. არ არსებობს მორჩენილი ცე ჰეპატიტი. იქ მხოლოდ ვირუსის ელიმინაცია მოხდა. იმუნიტეტი იმახსოვრებს ყველა დარტყმას .ღვიძლი რჩება პრობლემური. ვირუსი ყოველთვის ტოვებს თავის კვალს. ის სხვადასხვა ფორმად გადაიქცევა. ცე ჰეპატიტი არასოდეს შეეყრება ჯანსაღ ღვიძლს. შედარებით ჯანმრთელი ადამიანი, დღეში მილიონობით ვირუსს და ბაქტერიას ანეიტრალებს.
2 გადატანილი, თუნდაც მსუბუქი ბოტკინის დაავადება, ნიშნავს ბოლომდე პრობლემურ ცხოვრებას, საუკეთესო ექიმის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ რომც იყოთ. და ასე შემდეგ .მსგავსი ბევრჯერ მაქვს აქ ახსნილი და მანამ გავიმეორებ, სანამ ვიქნებით ჩამორჩენილი ქვეყანა და ადამიანები ღვიძლის დაუდგენელი ზიანის გამო არ დაზარალდებიან.
2. ხშირად ვამბობ, დღევანდელ ეპოქაში დაავადებებმა მუტაცია განიცადეს. შეინიღბენ და ნაკლებადპროფესიონალისთვის ძნელად გამოსაცნობი გახდნენ. დღევანდელ ვითარებაში, ტუბერკულოზი, რომელიც უფრო ელვისებურად ვითარდება, ვიდრე წინა ეპოქებში, შეიძლება, დაიმალოს ფილტვების ანთების ქვეშ და ამის ბევრი მაგალითი მინახავს. ფილტვების ანთება ერთ თვეს არ მორჩება. მას სჭირდება მორფოლოგიური და ჰისტოლოგიური აღდგენა. მაგალითად , ხანდაზმულებში ინტესტიციური, კაპილარული ანთება, შეიძლება რამდენიმე თვეს გაგრძელდეს. ნებისმიერი ტიპის ფილტვის ანთება , ორ კვირაში უნდა ძალიან გაუმჯობესდეს. ეს თანამედროვე მედიცინის აქსიომაა. წინააღმდეგ შემთხვევაში, უნდა ვეძებოთ, მის ქვეშ მიმალული ტუბერკულოზი.
ვერ წარმოიდგენთ დღეს ეს როგორ გავრცელდა და ხშირ შემთხვევაში სრულიად ატიპურად მიდის. შეგახსენებთ, რომ ყველა ორგანოს ტუბი არსებობს , მათ შორის ყბის, ვენის, სისხლძარღვის, ცხვირის, თვალის და სხვა. დაუთვლელი შეცდომები ხდება მედიცინაში, გაპარული ტუბის გამო. როგორ შეიძლება ადამიანს ვუთხრათ, გახანგრძლივებული 37ის ან 37მდე სიცხის დროს, ნევროზი გაქვს და ეს სიცხე დაივიწყეო, როცა უპირველესად, ამ დროს ტუბი უნდა გამორიცხო და შემდეგ კიდევ ბევრი საშიში დაავადება.
3. ცელიაკიაზე სხვა დროსაც ვისაუბრე აქ. მაგრამ მისი ვერგამოცნობის ბევრ შემთხვევას ვაწყდები მაინც ამ ეტაპზე. ცელიაკია, ხშირად შემალულია, გასტრიტის, კუჭის წყლულის, დიზბაქტერიოზის და კუჭ-ნაწლავის სხვა დიაგნოზებში. გავიხსენებ მოკლედ , ყველაზე მთავარ შტრიხებს ფეკალიას, განსაკუთრებით მძაფრი ცუდი სუნი აქვს. საჭმლის მონელების მექანიზმები დარღვეულია და ნაწლავის ლორწოვანის ანთებებია შესაბამისად. ამ დროს კი სტატისტიკურად ხშირია დენოლზე და და ნექსიუმზე უმიზნოდ დაყრდნობა. მთავარი დამნაშავე ამ დროს გლუტეინია.
გლუტეინიანი საკვები, მასზე ალერგიის დროს აცოფებს იმუნურ სისტემას. იმუნური სისტემა ამ დროს ნაწლავის ლორწოვანი გარსების, ტოქსინებით გაჯერებას იწყებს. გლუტეინი არის ჭვავში, ქერში, შვრიაში, ხორბალში. საკმაოდ ბევრი შემთხვევაა , არის კუჭ-ნაწლავის ცნობილ დაავადებებზე ნამკურნალები ადამიანი, მაგრამ აქვს კლასიკური ცელიაკია. ადამიანი ამიტომ არ რჩება და მისი ტანჯვა გრძელდება, დანახარჯების მიუხედავად. რა ჩივილებია ცელიაკიის დროს ან აშლილობა ან შეკრულობა ასევე —-გაზები, შებერილობა, მუცლის ტკივილი, ხან გულისრევა. თუ ამას სანაღვლე გზების მკვეთრი პრობლემები ახლავს და უხშირეს შემთხვევაში ნამდვილად ახლავს, რადგან არ არსებობს ეს ყველაფერი –პანკრესიდან და სანაღვლე გზებიდან რომ არ დაიწყოს, ადამიანის წვალებას ვადა არ უმთავრდება, მანამ სანამ შესაბამის, სწორ დანიშნულებას არ მიიღებს. შეიძლება, ეს მოვლენები ყოველდღურად არ იყოს გამოხატული. ფეკალია ცხიმის წვეთებს შეიცავს. გლუტეინის გამოკლება მდგომარეობას ამსუბუქებს. დღემდე მედიცინა ამბობდა, რომ ამის მორჩენა შეუძლებელია.
მაგრამ, ნამდვილად შესაძლებელია, ღვიძლის დარღვეული ფერმენტაციული მექანიზმების გამოსწორებით და ნაწლავის ლორწოვანის ანთებების ალაგებით. ნაწლავის კედელი ჰისტოლოგიურად მდგრადი უნდა გახდეს. შეივსოს იმ საჭირო ინგრედიენტებით, რაც ამ დროს ყოველთვის აკლია. გლუტეინის აუტანლობის დროს-არამარტო მისი კვებითი დიეტა უნდა დაიცვათ, არამედ , საკვებზე,სასმელებზე,წვენებზე, ნამცხვრებზე, კონსერვებზე, წარწერებს უნდა დააკვირდეთ ყურადღებით. გლუტეინს შეიცავს ბევრი წამალი. მაგრამ, ამას თქვენი ექიმი დაგიბალანსებთ და უგლუტეინო მედიკამენტებს გამოგიწერთ. გახსოვდეთ მიშვებული ცელიაკია, რომელიც ძალიან ხშირად დიზბაქტერიოზი ან გასტრიტი ან კუჭის ლოკალური პრობლემა ჰგონიათ, ხშირად არის ნაწლავის სიმსივნის ჩამოყალიბებისკენ დიდი ბიძგი. უამრავი ადამიანი დადის ცელიაკიით და ჰგონიათ ან გასტრიტი აქვთ ან ნაწლავების ანთება ან მხოლოდ, წყლულისგან არიან ასე.
4-ჭიების ბევრი სახეობის შესახებ სტატიები დავდე. მაგრამ, კიდევ უამრავია განსახილველი. განვიხილავ უფრო , სიცოცხლისათვის საშიშებს. შისტოსომოზიგანსაკუთრებით ხშირია. შისტოსომების საყვარელი , საცხოვრებელი ადგილებია-საშარდე სისტემა, სწორი ნაწლავები, ვენები, ღვიძლი , მსხვილი ნაწალავების კედლები, მუცლის ღრუს სისხლარღვები. რეზერვუარი რისგანაც გადაედებიან არის—-ადამიანი, კატა, ძაღლი, ღორი, მღრღნელები, მელა, მგელი .ფეკალიიდან გამოძევებული მათი კვერცხები, წყალში ხვდება. ჭუჭყიან აუზში ან მდინარეში ბანაობისას ხშირია გადადება. გამოვლინებები დერმატიტები, რომლებსაც ხშირ შემთხვევაში, დიდი შეცდომით მალამოებით ებრძვიან და ალერგიის წამლებით.
დაბალი სუბფებრილური ტემპერატურა 37 ან 37-მდე ან 37 და რამდენიმე ხაზი. რაზეც სამწუხაროდ, ხშირად ამბობენ ეს სიცხე არაფერიაო. აქსიომა, ყველა სუბფებრილურ ტემპერატურას აქვს თავისი მყარი მიზეზი. . 36 და 6ს ზევით ტემპერატურა იმიტომ არის, რომ სისხლში უცხო სხეულია. თუ სისხლიანი ხველა ხშირად გაქვთ და ტუბი გამორიცხეთ , შემდეგ ამ დაავადებაზე იფიქრეთ. ხშირი ცისტიტები, ანტიბიოტიკებით ჭარბი გადატვირთვა რომ ხდება, 90 პროცენტში შისტოსომების დამსახურებაა. არა მარტო ცისტიტი ასევე ხშირად , მათ გამოა———პიელონეფრიტი, ჰიდრონეფროზი. საბოლოოდ მათ მწყობრიდან გამოჰყავთ———ღვიძლი, ფილტვები და ნაწლავები.
დაიმახსოვრეთ, ყველა დერმატიტი კანზე გამონაყარით —–არ არის ალერგიული და ყველაზე ნაკლებ პროცენტშია სუფთა ალერგიის შედეგი. პროცენტულად, ყველაზე მეტი გამონაყარი იმის გამოა , რომ შეჭრილი მიკრობებისა თუ პარაზიტების განეიტრალების დროს, ღვიძლი ამოწურავს თავის შესაძლებლობებს . ირღვევა მისი ფერმენტაციული ცვლა, ირღვევა ნაღვლის შემადგენლობა და დინების რიტმი.დაუმარცხებელი ბაქტერიებისგან ან ჭიებისან მიღებული შლაკები გადადიან სისხლში და ეს გამოიხატება გამონაყარით.
ეს მექანიმზმია ყველა ასაკში, ერთ წლამდეც. ეს არის უმრავლესობა გამონაყრის მექანიზმი. გახსოვდეთ, რადგან, ამას არავინ არ გეტყვით. რადგან, ეს მსოფლიო ევროპული და ამერიკული მედიცინის ახალი, ჯერ კიდევ დაუნერგავი ტენდენციაა. მაგრამ, მე პირადად ამ ტენდენციით ვხელმძღვანელობ იქიდან, რაც მედიცინაში მოვედი. ექიმი რომელიც მკურნალობს მექანიზმის გაშიფრვის გარეშე, თან ინდივიდუალურად, კი არ მკურნალობს—— აშავებს. ეს მექანიზმი დიდი ხნის წინ გავშიფრე. რომლის გაყოლა, სწრაფ დადებით შედეგგს იძლეოდა ყოველთვის. შისტოსომებს ვერ ერევა ვერცერთი ანტიპარაზიტული პრეპარატი , მისადმი სპეციფიკურის გარდა. გახშირებული ცისტიტების, ქრონიკული პიელონეფრიტების და პროსტატიტების დროსაც აუცილებლად მოიკითხეთ ეს პარაზიტები. მათზე ფიქრი, არც ეწ ალერგიული დერმატიტების დროსაც არ შეწყვიტოდ. სანამ მალამოს გამოყენებას განიზრახავთ, გაანთავისუფლეთ ორგანიზმი ამ ცუდი შედეგის მომტანი პარაზიტისგან. ასე ტოტალურად გახშირებული ,ღვიძლის დაავადებების ერთი დიდი მიზეზი ეს არის.
5 გარდნერის სინდრომი – იწყება ბავშვთა ასაკში.ის ყოველთვის გენეტიკურია. ამ დროს არის მსხვილი ნაწლავის პოლიპი და ასევე არის ან თავის ქალას დეფორმაცია ადვილად შეუმჩნეველი ან ფიბრომა ან კისტები ან ყბის დეფორმაცია მცირე ან კბილების დეფორმაცია ან ფარისებრი ჯირკვლების სიმსივნემდე დაზიანება ან ყბისა და თავის ძვლების დეფორმირება ან ყველა ერთად . საერთოდ ყველაზე საშიში, პოლიპებს შორის მსხვილი ნაწლავის პოლიპებია. მათ ჩვევიათ ,ხშირად ავთისებიანი მდგომარეობის მიღება.
საოჯახო პოლიპოზებს დიფერენცირება და დიდი დაკვირვება სჭირდება. ასევე კისტებსა და ფიბრომებს. პოლიპების ხასიათის მიხედვით მკურნალობაც განსხვავებულია. ძირითადად, ოპერაციულია. მაგრამ, ეს არ არის პრობლემის მოხსნა. წარმომშობი მიზეზი უნდა ვეძებოთ. მიზეზის კუპირება გენეტიკურ გაგრძელებას შეწყვეტს. ნაწლავის ფლორის არასისტემური და სტიქიური მკურნალობის შემთხვევები არ უნდა განმეორდეს. ყველა დაზიანება ბავშვობაში იწყება.
განსაკუთრებით წალამდე. იყო შაბლონური, გაუმართლებელი დანაშულებრივი მოდა, წინა წლებში- ყველა ახალშობილ ბავშვზე ,თითქმის-ბაქტისუბტილის დანიშვნა. ხან ახლაც გრძელდება, მხოლოდ, სხვა დასახელების წამლებით. ნაწლავის ფლორაზე სტიქიურად დანიშნული წამალი, ეს იმუნიტეტის ნგრევის გარანტია. ყველაზე მთავარი ვიტამინები და მინერალები, რომელთა ნაკლებობა გამოცხადებული ინსულტია, ნაწლავის ფლორაში წარმოიქმნებიან. აღარ არის საუბარი ,ფერმენტების ცვლასა და ცილების ცვლაზე , რომლებიც არასწორად დანიშნული წამლით, დაზიანებულ ნაწლავის ლორწოვანში ნგრევას და უკურეაქციებს იწვევენ.
6. სომატოტროპინი პასუხისმგებელია ბევრ პროცესზე , მათ შორის ბავშვის ზრდაზე- სიმაღლეში. სომატოტროპინის ცვლას აფერხებს და შესაბამისად სიმაღლეში ზრდასა -ცხიმიანი საკვები, ტკბილი საკვები, ალკოჰოლი, სიგარეტი, ტკბილი გაზიანი წვენები, ჩიპსები, ხრაშუნები, ორცხობილები, მშრალი თხელფირფიტა ნამცხვრები, პოპკორნები და სხვა ასეთები. ამ დროს ეს არასრულფასოვანი საკვები პროდუქტები, აფერხებენ ღვიძლის ფერმენტაციულ ცვლებს. ღვიძლი წისქვილი არ არის. ღვიძლის ფუნქციები სუსტდება და მთელი ორგანიზმიც ამ დროს სუსტდება. ასევე სომატოტროპინის ფიზიოლოგიურ ცვლას აფერხებს ძილის რეჟიმის დარღვევა. 8 ან 9 სათი ძილი აუცილებელია. ღამე ძილის დროს ჰიპოფიზი, კერძოდ, მისი წინა ნაწილი-ადენოჰიპოფიზი, აქტიურია და ააქტიურებს სხვა ჯირკვლებს და გამოყოფს სომატოტროპინს. მშვიდი ძილის გარეშე, სომატოტროპინი არ გამოიყოფა. სომატოტროპინს უყვარს ცურვა, ფიზიკური აქტივოვა და აკადემიური მეთვალყურეობა ძვლოვან სისტემაზე.
7. თუ ჩირქოვანი ფურუნკულები გაქვთ ნებისმიერი ზომის, ეს ნიშნავს რომ ტვინში ინფექციაა, ლიმფა და სისხლი დაბინძურებულია და ღვიძლის ფუნქციები შესუსტებულია. ღვიძლს უამრავი ფერმენტი და ფუნქცია აქვს. ჩვენთან მხოლოდ ტრანსფერაზები იზომება. ღვიძლის ფუნქციები-ტრანსფერაზები, შეიძლება ნორმაში ჰქონდეს ადამიანს და ციროზით იყოს დაავადებული. ნებისმიერ, თუნდაც ,პატარა ფურუნკულს ნუ მოეპყრობით ზერელედ. ნუ დამალავთ მალამოში. მისი ყველაზე ხშირი გამომწვევია სტაფილოკოკები. რომლებიც სტაფილოკოკურ სეფსისებსაც იწვევენ. კი გადალახავთ უმკურნალოდ, მაგრამ 10 ან 20წლის შემდეგ, რომელიმე ორგანოს დაავადებად წინ დაგიხვდებათ.
8. თუ ფიბრომიომა გაქვთ და არც ექიმის ფული გაქვთ არც ანალიზების და არც წამლების. გავიხსენოთ ფიტოთერაპიიდან მისი დამხმარე საშუალება. ფიტოთერაპია მედიცინის ერთი დიდი განხრაა და არაკორექტულია, როცა ბალახეულზე არაექიმები წერენ. აქ ყველა მცენარეს თავისი დანიშნულება და უკუჩვენებები აქვს. სანამ ექიმთან კონტაქტს მოახერხებდეთ ეს გააკეთეთ. 2 სუფრის კოვზ დაჭრილ, კიტრის ყუნწსა და ფოთლებს,დაასხით 6 ჩაის ჭიქა მდუღარე. დაბალ ცეცხლზე შეაჩერეთ, დაახლოებით 7 წუთი. შემდეგ გადმოდგით და გააჩერეთ სამ საათამდე. გაწურეთ. დაანაწილედ 6 ნაწილად. მიიღეთ 2 სუფრი კოვზი დღეში 4 ჯერ. 4 დღის შემდეგ შეისვენეთ ექიმთან მისვლამდე.
9. ქრონიკული პანკრეატიტის დასადგენად, რაც არ უნდა მძიმე ჩივილები გქონდეთ, პანკრეასის ფერმენტები—ლიპაზადა ამილაზა არ აიღოთ. მაინც ნორმა იქნება. ზემგრძნობიარე პანკრეასის ფერმენტები, ახლა ჩვენს ქვეყანაში, ჯერ,არ კეთდება. მაგრამ 1 აუცილებლად აიღეთ ტრიფსინი. ის ამ უკმარისობის დროს ხშირად დაქვეითებულია. 2 უნდა აკონტროლოდ ტოლერანტობა გლუკოზის მიმართ. სხვა შემთხვევაში პანკრეასი ვერ გაუძლებს. როგორც წესი, აუცილებლად დიაბეტი დაიწყება ან ღია ან ფარული.
10. ბევრს აინტერესებს, შეიძლება თუ არა, ჰელიკობაქტერიით ადამიანი ,მკურნალობის შემდეგ კიდევ დაავადდეს. როგორც იცით ეს ბაქტერია წყლულის მიზეზია. კი შეიძლება. დადგენილია ევროპული და ამერიკული სამეცნიერო კვლევებით. ეს ხდება, რამდენიმე შემთხვევის გამო. 1——–თუ პაციენტს დაენიშნება ანტიბიოტიკები და ჰელიკობაქტერია მათ მიმართ გამძლე ანუ რეზისტენტული აღმოჩნდება. 2–ევროპული და ამერიკული მედიცინის, ბევრი კვლევა ადასტურებს, რომ ხელახალი ინფიცირება ამ ბაქტერიით ხდება, მჭიდრო ურთიერთობაში მყოფი ადამიანებისგან. მაგ-ოჯახები, სამსახური, მეგობრები, სკოლა, ინსტიტუტი. ახალი განმეორებითი დამართების შემთხვევები, სტატისტიკურად 30 პროცენტია. ეს ბაქტერია, ამ კვლევებით, ყველაზე ხშირია პედიატრიულ კონტიგენტში და მარტო კუჭის წყლულით არ გამოიხატება.”, – წერს მარინა ტოტოჩავა.