„მსაჯები და მაყურებლები მის მხარეს იყვნენ“ - უმარის მწვრთნელი თვლის, რომ მოიგეს
1737299288
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბოლო ერთ კვირაში კორონავირუსით ორჯერ მეტი ადამიანი დაინფიცირდა, ვიდრე წინა კვირაში.
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე მოსახლეობას აფრთხილებს და ვაქცინაციისკენ მოუწოდებს.
მისივე თქმით, პიკი გვიან შემოდგომაზე იქნება.
როგორც ცერცვაძე ამბობს, ვინც ინფიცირების პირველ ეტაპზე „პაქსლოვიდითა“ და „რემდესივირით“ იმკურნალა, არცერთი პაციენტი არ დამძიმებულა.
კითხვაზე, სიმპტომების გამოვლენამდე რამდენი ხნით ადრეა ადამიანი გადამდები, პასუხობს: „ითვლება, რომ სიმპტომების გამოვლენამდე ერთი დღით ადრე ადამიანი უკვე გამოყოფს ვირუსს და გადამდებია, თუმცა განსაკუთრებით გადამდები ხდება ინფიცირებული სიმპტომების გამოვლენის შემდეგ“.
თენგიზ ცერცვაძემ ახალი შტამების სიმპტომებზეც ისაუბრა:
„სერიოზული კვლევებით ვერ დადგინდა რაიმე განსხვავება წინა შტამებითა და ახალი შტამით მიმდინარე დაავადების სიმპტომებს შორის. დაახლოებით იგივეა დაავადების სიმძიმე და ლეტალობის მაჩვენებელი. ბიეი5-ის სიმპტომები ძალიან ჰგავს სხვა რესპირატორულ სიმპტომებს. ამიტომ აუცილებელია მათი გამოჩენისთანავე ადამიანებმა ჩაიტარონ ტესტი და დადებითი პასუხის შემთხვევაში, რაც შეიძლება ჩქარა დაიწყონ მკურნალობა“,- განაცხადა ცერცვაძემ.