ძალიან ადრეა იმის თქმა, არის თუ არა „ომიკრონი“ პანდემიის საბოლოო ტალღა - ენტონი ფაუჩი

ფაუჩი

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ცენტრის დირექტორის, ენტონი ფაუჩისგანცხადებით, ჯერ ნაადრევია იმის თქმა, არის თუ არა „ომიკრონი“ კორონავირუსის პანდემიის ბოლო ტალღა.

„ვიმედოვნებ, რომ ეს საბოლოო ტალღა იქნება. თუმცა, ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ჩვენ არ მივიღებთ სხვა ვარიანტს, რომელიც წინა ვარიანტის იმუნურ პასუხს თავს დააღწევს“, - აღნიშნა ენტონი ფაუჩიმ.

მისი თქმით, საზოგადოების მხრიდან გარკვეული წინააღმდეგობა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში ვირუსის გავრცელების კონტროლის მცდელობებს აფერხებს.

”ჩვენ გვაქვს ასეთი წინააღმდეგობა რეგულარული, ნორმალური, ადვილად გასაგები საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზომების მიმართ, როგორიცაა პირბადეების გამოყენება, ვაქცინაციის ხელშეწყობა“, - აღნიშნა ფაუჩიმ.

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ცნობით, აშშ-ში დაინფიცირების ახალი შემთხვევების 94 პროცენტზე მეტი „ომიკრონ“ ვარიანტზე მოდის.