1728312638
რატომ იკრავენ აცრილი ადამიანები მკლავზე ლითონის ნივთებს? – აი, რას ამბობენ უცხოელი ექსპერტები
მოგეხსენებათ, რომ სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეოები, სადაც აცრილი ადამიანები ამბობენ, რომ ვაქცინაციის შემდეგ ისინი აცრის ადგილზე ლითონის ნივთებს იკრავენ. ამით ვიდეოს ავტორები მიანიშნებენ, რომ ჩიპები შეჰყავთ ვაქცინაციის დროს.
თუმცა, ეს მოსაზრება ყალბია და ის უცხოელმა, დამოუკიდებელმა ექსპერტებმა გააქარწყლეს. ვაქცინები არ შეიცავს ლითონებს ან მიკროჩიპებს, რომლებსაც შეუძლიათ მაგნიტის მოზიდვა.
მაგალითად, Pfizer-BioNTech და Moderna–ს ვაქცინა შეიცავს mRNA– ს, ლიპიდებს, მარილებს და pH შემანარჩუნებელ საშუალებებს. მწარმოებელი Johnson & Johnson– ის ვაქცინა შეიცავს მოდიფიცირებულ ადენოვირუსს, ამინომჟავებს, ანტიოქსიდანტებს, ეთანოლს, ემულგატორს, შაქარს და მარილს. არცერთი ინგრედიენტი არ არის ლითონი და შესაბამისად, არც ერთი მათგანი არ არის მაგნიტური.
ოქსფორდ-ასტრაზენეკას ვაქცინა შეიცავს მსგავს ინგრედიენტებს, როგორც ჯონსონ და ჯონსონის ვაქცინა, მაგრამ შეიცავს მაგნიუმის ქლორიდს, როგორც კონსერვანტს. მიუხედავად იმისა, რომ მაგნიუმი არის მეტალი, ის ასევე არ არის მაგნიტური, როგორც ელემენტის ფორმით, ასევე მაგნიუმის ქლორიდის მარილის შემცველობაში.
როგორც დუბლინის სამეცნიერო ცენტრის ფიზიკის პროფესორმა, მაიკლ კოიმ განმარტა „როიტერთან“ კომენტარში, – ინიექციის ადგილზე ლითონის მიზიდვასა და შენარჩუნებას დაახლოებით ერთი გრამი რკინა სჭირდება, ხოლო ვაქცინის დოზა ძალიან მცირეა. ექსპერტების აზრით, მაშინაც კი, თუ ვაქცინები შეიცავს მაგნიტურ ინგრედიენტს, ეს წონა არ იქნება საკმარისი, ლითონის შესანარჩუნებლად, ადამიანის კანზე.
დღეს არსებული ყველაზე პატარა ზომის – RFID ჩიპი გამოიყენება ინფორმაციის შესანახად და ახლოს მდებარე წამკითხველისათვის გადასაცემად და ის არის დაახლოებით 0.25 მმ ზომის. იმისათვის, რომ ამ ჩიპმა იოლად გაიაროს ნემსში, ის უნდა იყოს 10 მიკრონზე ნაკლები (0.01 მმ). აქედან გამომდინარე, ნემსის საშუალებით ასეთი მოწყობილობების ჩანერგვა ჯერ კიდევ შეუძლებელია.
უფრო მეტიც, არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ ვიდეოში ნაჩვენები ადამიანები რეალურად არიან აცრილნი COVID-19-ის წინააღმდეგ.
„ეს ჩვეულებრივი მოვლენაა“. – განმარტა Sputnik V–ის შემქმნელმა. მაგნიტიზაცია ვაქცინის ინიექციის ადგილზე გამოწვეულია ადამიანის სხეულის ელექტროენერგიით და არ არის დაკავშირებული დაჩიპვის თეორიასთან, – თქვა ალექსანდრე ბუტენკომ (ეპიდემიოლოგიის კვლევითი ინსტიტუტის ხელმძღვანელი). ნებისმიერი დამტკიცებული ვაქცინის შემადგენლობა საჯაროდ არის ხელმისაწვდომი და არ შეიცავს ლითონებს ან სხვა ინგრედიენტებს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ასეთი რეაქცია.
ზოგიერთ ადამიანს აქვს უნარი, შეაკავოს ლითონის საგნები კანზე. ადამიანის ორგანიზმი გაჯერებულია ელექტროენერგიით და ეს არის ნერვული სისტემისა და ორგანოების მუშაობის ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტი. ეს მხოლოდ ამით შეიძლება აიხსნას, სხვა არაფერი და ქსელში გავრცელებული ვიდეოს ავტორები საერთოდ არიან თუ არა აცრილი, ეგ კიდევ საკითხავია“, – განმარტა ეპიდემიოლოგიის კვლევითი ინსტიტუტის განყოფილების ხელმძღვანელმა. – ვაქცინა არის მხოლოდ სითხე, რომელიც შეიცავს კორონავირუსის ანტიგენებს და სხვა არაფერი. იმის წარმოდგენა, რომ ვაქცინაში შეიძლება არსებობდეს რაიმე ლითონის ელემენტი, ეს მხოლოდ ფანტაზიაა“, – დასძინა მან.