ჯარიმა 3000 ლარამდე იზრდება - ვინ და რა შემთხვევაში დაჯარიმდება
1727946611
კომპანიები, BioNTech-ი და Pfizer-ი ლაბორატორიაში ჩატარებულ ცდაზე დაყრდნობით აცხადებენ, რომ მათი ვაქცინით სამჯერადად აცრა „ომიკრონ“ ვარიანტს ანეიტრალებს.
ვაქცინის მწარმოებლების ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ ვაქცინის ორმა დოზამ გამანეიტრალებელი ანტისხეულების მნიშვნელოვნად დაბალი რაოდენობა გამოიწვია, მაგრამ მესამე დოზამ მათი რაოდენობა 25-ჯერ გაზარდა.
მათი განმარტებით, იმ ადამიანების სისხლმა, რომლებსაც მესამე, „ბუსტერ“ დოზა 1 თვის წინ ჩაუტარდათ, „ომიკრონ“ ვარიანტი ისეთივე ეფექტურად გაანეიტრალა, როგორც სისხლმა, რომელმაც ვაქცინის ორი დოზის შემდეგ კორონავირუსის თავდაპირველი, ჩინეთში აღმოჩენილი ვარიანტი.
ამასთან, კომპანიებში აცხადებენ, რომ აგრძელებენ მუშაობას „ომიკრონ“ ვარიანტის წინააღმდეგ მოქმედ ვაქცინაზე და მის მიწოდებას 2022 წლის მარტში შეძლებენ.