რა შემთხვევაში უნდა დარჩეს ბავშვი სახლში - გიორგი ღოღობერიძის რეკომენდაცია

ღოღობერიძე

საახალწლო არდადეგები დასრულდა. მშობლებმა შვილები სკოლებსა და სააღმზრდელო დაწესებულებებში გაუშვეს. ქვეყანაში არასახარბიელო კოვიდსტატისტიკა ბუნებრივია, შიშის საფუძველს იძლევა. რა შემთხვევაში უნდა დარჩნენ ბავშვები სახლში, ამის შესახებ ექიმი გიორგი ღოღობერიძე საუბრობს.

„თუ ბავშვებისთვის აქამდე კოვიდი უსაფრთხო იყო, ახლა კიდევ უფრო უსაფრთხო ინფექციად რჩება. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ახლა შემთხვევები მკვეთრად მოიმატებს, მაინც საჭიროა გარკვეული სიფრთხილის ზომების დაცვა: თუ ბავშვს აღენიშნება სურდო, ყელის ტკივილი, დაღლილობა, სიცხეც რომ არ ჰქონდეს, სასურველია სახლში დარჩეს და მეცადინეობა ონლაინ გააგრძელოს. ბავშვები უფრო ატარებენ ნიღაბს და იცავენ წესებს, ვიდრე ზრდასრულები. კარგი იქნება, თუ მასწავლებლებმაც გაითვალისწინონ და კარგად დააკვირდნენ, არიან თუ არა ბავშვები დისტანცირებულები, აქვთ თუ არა ნიღაბი და არის თუ არა ოთახი ვენტილირებული“, - განაცხადა ღოღობერიძემ.