1728846029
მთელ თბილისში ვიმოძრავებ, პურს, ტანსაცმელს, დავურიგებ ხალხს - გიორგი ღოღობერიძის მიმართვა
ძალიან მომეწონა უფასო პურის იდეა. დღეს მთელ თბილისში ვიმოძრავებ, პურს, ტანსაცმელს, გამათბობლებს, ტკბილეულობას, სასმელებს დავურიგებ ხალხს, - ამის შესახებ ექიმმა, გიორგი ღოღობერიძემ ვიდეომიმართვაში ისაუბრა.
„იმდენად ძვირფასია ჩემთვის, რომ გადავწყვიტე, რაღაც სიახლე შემომეტანა... 2000 წლის წინ დაახლოებით იშვა უფალი, რომელმაც გაგვაერთიანა სამყარო მისდამი სიყვარულით, რწმენით. რამდენიმე დღის წინ, მე ვნახე, რომ ვიღაცებმა კარგი რამ მოიფიქრეს - უფასო პური დაარიგეს ქუჩაში. ეს იმდენად კარგ რამედ მომეჩვენა, რომ გადავწყვიტე მეც შევუერთდე ამ წესს. ეს ყოველივე ტრადიციად ვაქციოთ. შეგვიძლია გაჭირვებულებს ამ დღეს დავურიგოთ საკვები, ტანსაცმელი.
მე მათთვის წამოვიღე პლედები. ქუჩაში უამრავი ადამიანი შემხვდა, რომელსაც სცივა, ტანსაცმელი არ აქვს. არც საკვები აქვთ, მათთვისაც საკვები ვიყიდე ტკბილეულობა, სასმელი, ზოგიერთს მედიკამენტები. ძალიან მომეწონა უფასო პურის იდეა. დღეს მთელ თბილისში ვიმოძრავებ, პურს, ტანსაცმელს, გამათბობლებს, ტკბილეულობას, სასმელებს დავურიგებ ხალხს. მინდა, ეს ჩვევა სხვებმაც გადაიღონ. ჩვენთვის ახლა ეს დანახარჯი არაფერია,“ - ამბობს გიორგი ღოღობერიძე.