გამოვლინდა ერთ-ერთი ყველაზე საშიში კიბოს უჩვეულო ნიშანი
1789846977
საქართველოს რკინიგზა განცხადებას ავრცელებს.
„აჭარის რეგიონში არსებული რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, აღნიშნულ მიმართულებაზე მატარებლების გადაადგილებას გარკვეული შეფერხებები შეექმნა.
კერძოდ, ძლიერი წვიმის შედეგად, ზოგიერთ მონაკვეთზე ჩამოსულმა მიწის მასამ გამოიწვია შეფერხებები ლიანდაგებზე.
საქართველოს რკინიგზის სამსახურები, შესაბამის უწყებებთან ერთად, მატარებლების გადაადგილების უმოკლეს დროში აღსადგენად აქტიურ რეჟიმში მუშაობენ“, - წერია განცხადებაში.