არც სოდა და არც ძმარი - რა ჩავყაროთ ნიჟარაში გაჭედილი მილის სწრაფად გასაწმენდად

ონკანი

თუ ნიჟარაში წყალმა ნელა დაიწყო ჩასვლა, ეს შესაძლოა მილში ცხიმის, საჭმლის თუ ნარჩენების დაგროვებაზე მიუთითებდეს. თუ მილი მცირედითაა გაჭედილი, პრობლემის მოგვარება ჩვეულებრივი სუფრის მარილისა და ცხელი წყლის საშუალებით არის შესაძლებელი.

გაწმენდისთვის საჭიროა ნიჟარის ჩასასვლელში დაახლოებით ერთი ჭიქა სუფრის მარილი ჩაყაროთ, რის შემდეგაც ნელ-ნელა დაასხათ ცხელი, თუმცა არა ადუღებული წყალი, ამის შემდეგ წყალი არ მოუშვათ 20 წუთით, ხოლო მოგვიანებით მილს დიდი რაოდენობით თბილი წყლით რეცხავენ.

მსგავსი მეთოდის გამოყენება რეკომენდებულია სწორედ მსუბუქი გაჭედილობისას და პროფილაქტიკისთვის. ამასთან, მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ მილების მასალა. პლასტმასის მილებისთვის ადუღებული წყლის (მდუღარეს) გამოყენება არ ღირს, რადგან მან შესაძლოა მასალა დააზიანოს. ასეთ შემთხვევაში სჯობს უბრალოდ ცხელი წყალი გამოიყენოთ.

რა არ უნდა ჩავასხათ ნიჟარაში?

სამზარეულოს მილების გაჭედვის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზი ცხიმია. ცხელი ცხიმი, მილში მოხვედრისას, გრილდება და მის კედლებზე წებოვან ფენას წარმოქმნის. დროთა განმავლობაში მას ეწებება საჭმლის ნარჩენები და სხვა ნაწილაკები, რაც მილს ახშობს და წყლის ნაკადის გასვლას ხელს უშლის.

თუ წყალი საერთოდ არ ჩადის ან სახლის პირობებში ნაცადმა მეთოდმა რამდენიმე მცდელობის შემდეგაც არ უშველა, სჯობს გამოიყენოთ ვანტუზი, გაწმინდოთ სიფონი ან მიმართოთ სანტექნიკს. სახლის მეთოდები ყველაზე გამართლებულია მსუბუქი და ზომიერი გაჭედილობის დროს.