ბოლო 24 საათში კორონავირუსით 63 ადამიანი გარდაიცვალა – რამდენია ინფიცირებული

კორონავირუსი საქართველო

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსის 2 676 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

მათივე ცნობით, კოვიდ-19-ს კიდევ 63 ადამიანი ემსხვერპლა. ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 966 პაციენტი.

ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 42 ადამიანი, ხოლო სტაციონალური მეთვალყურეობის ქვეშ 4 951.