კიევზე რუსეთის თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, დაშავებულთა რაოდენობა კი 43-მდე გაიზარდა

კიევ

რუსული ძალების მიერ კიევზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ხოლო დაშავებულთა რიცხვმა 43-ს მიაღწია. ინფორმაციას კიევის მერი ვიტალი კლიჩკო, კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაცია და ქალაქის პროკურატურა ავრცელებენ.

„მტრის მიერ დედაქალაქზე თავდასხმას უკვე ორი მსხვერპლი მოჰყვა. ერთი მამაკაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა, კიდევ ერთი კი ადგილზე დაიღუპა“, - განაცხადა ვიტალი კლიჩკომ.

საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის მონაცემებით, დაშავებულთა რაოდენობა 43-მდე გაიზარდა.

დედაქალაქის მერის ცნობით, პეჩერსკის რაიონში უპილოტო საფრენი აპარატი არასაცხოვრებელი კომპლექსის ტერიტორიაზე ჩამოვარდა, ხოლო სვიატოშინის რაიონში იერიშის შედეგად სასაწყობო შენობას ცეცხლი გაუჩნდა.