VIDEO: მაქსიმ გალკინმა მისთვის ყველაზე საყვარელი ქართული სიმღერა დაასახელა და გამომწერებს უმღერა
1740247052
გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის სკოლის დეკანი ვახტანგ ჭარაია პრემიერ-მინისტრის ინიციატივებს დროულს და მნიშვნელოვანს უწოდებს. ეკონომიკის დარგის ექსპერტი მიიჩნევს, რომ მთავრობის მეთაურს საინტერესო შემოთავაზებები აქვს სოციალურ პროექტებზე.
„სახელმწიფოს მხრიდან ძალიან მნიშვნელოვანი ამ მიმართულებით მხარდაჭერა. რომ მოქალაქეებმა აიმაღლონ კვალიფიკაცია. ძალიან დროული და მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო სთავაზობს მოსახლეობას, როგორც კვალიფიკაციის მიღებას, ასევე კვალიფიკაციის ამაღლებას. ასევე სთავაზობს სამუშაო ადგილებს, ბიზნესის წახალისებას და ეს ყველაფერი მთლიანობაში მისასალმებელია.
სამწუხარო ისაა, რომ სოციალურად დაუცველების, დევნილების, შეჭირვებულების წილი ჩვენს ეკონომიკაში არის საკმაოდ მაღალი. ამიტომაცაა, ბაზარზე სამწუხაროდ კვალიფიკაციაში აცდენა მოთხოვნასა და მიწოდებას შორის. ძალიან რთულია თითოეულ მოქალაქეს გადაწვდეს სახელმწიფო, მაგრამ რაც მეტს გადაწვდება, მით უკეთესი“, - ამბობს „პრაიმტაიმთან“ ჭარაია.