პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის სკოლის დეკანი ვახტანგ ჭარაია პრემიერ-მინისტრის ინიციატივებს დროულს და მნიშვნელოვანს უწოდებს.
გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის სკოლის დეკანი ვახტანგ ჭარაია ფიქრობს, რომ ტურიზმის თემა აუცილებელია კომპლექსურად განვიხილოთ და ვეცადოთ, რომ პროექტებით, რომლებიც პრემიერ-მინისტრმა დააანონსა, მივიღოთ მაქსიმალური მოგება.
„ტურიზმის განვითარება ჩვენი ეკონომიკისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ამის პარალელურად კი ასევე მნიშვნელოვანია, თითოეული ტურისტის მიერ დატოვებული თანხიდან მოგება, საქართველოს ეკონომიკაში გაიზარდოს. თვითმიზანი არ უნდა იყოს, რომ მივიღოთ მილიარდის მაგივრად, მილიარდში შემოსავალი. ჩვენი მიზანი უნდა იყოს ის, რომ მილიარდში თუ არის 400 მილიონი მოგება, ეს 400 გავხადოთ 500 მილიონი.
ტურიზმის თემა აუცილებელია კომპლექსურად განვიხილოთ და ვეცადოთ, რომ პროექტებით, რომლებიც პრემიერ-მინისტრმა დააანონსა, მივიღოთ მაქსიმალური მოგება. ანუ მივიღოთ მოგება ყოველი ტურისტისგან. სწორედ ეს პროექტები მოგვცემს შესაძლებლობას მეტი მოგება მივიღოთ და არა მხოლოდ მეტი ტურისტი. შესაბამისად, ირაკლი ღარიბაშვილი ეს ინიციატივა მისასალმებელია და კიდევ უფრო არის გასავითარებელი. იქნება ეს სოფლის მეურნეობის, ინფრასტრუქტურის, დასვენება-გართობის კუთხით თუ სხვა მიმართულებით. კიდევ განვმეორდები და მივესალმები პრემიერის ინიციატივას და ვფიქრობ, არ უნდა მოვეშვათ. ყოველ ახალ ტურისტს უნდა დავხვდეთ თავაწეულები. უფრო მეტი ქართული პროდუქტით, უფრო მეტი ქართული წარმოებით და აქტივობებით“,- ამბობს ვახტაგნგ ჭარაია.