ხორბლის ფასი ცხრა ლარით შემცირდა - „ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ დირექტორი

ხორბალი

ბაზარზე ხორბლის ფასი ცხრა ლარით შემცირდა. ამის შესახებ ინფორმაციას, ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია ავრცელებს.

მათი თქმით,ფასის ვარდნა ბოლო ორი კვირაა მიმდინარეობს.

„ხორბლის ფასმა დაიკლო რეგიონალურად. ზოგადად, მსოფლიოში ტენდენცია კლებისკენ არის. შესაბამისად, ბოლო ორი კვირაა, მიმდინარეობს ფასების ვარდნა როგორც ხორბალზე, ასევე ფქვილზე. პირველი ხარისხის ფქვილის ფასი იყო 85 ლარი, შემდგომ 80 და ახლა 50-კილოიანი ერთი ტომარა ფქვილის ფასი არის 76 ლარი. ეს ტენდეცია დამაიმედებელია და ბაზარზე შეინიშნება ოპტიმისტური ნიშნები. თუ განვიხილათ ადგილობრივი ბაზრის პერპექტივას, შესაძლბელია წისქვილკომბინატებმა დაიწყონ მუშაობა. ზოგადად, იცით, რომ წისქვილკომბინატები იყო გაჩერებული. ხორბალზე რუსეთის საექსპორტო საბაჟო გადასახადი საკმაოდ მაღალი იყო, 100 დოლარს გაცდენილი. დღეს კი 68 დოლარია“, – აცხადებს „ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ დირექტორი ლევან სილაგავა.