VIDEO: მაქსიმ გალკინმა მისთვის ყველაზე საყვარელი ქართული სიმღერა დაასახელა და გამომწერებს უმღერა
1740247052
უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისის ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს რეგიონში ერთ-ერთი საწარმოდან 61 ტონა ხორბალი მოიპარეს.
ზაპოროჟიეს რეგიონული პროკურორის ოფისი აცხადებს, რომ უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსისა და ომის წესების დარღვევის გამო გამოძიება დაწყებულია.
„გამოძიების ინფორმაციით, 2022 წლის 26 აპრილს შეიარაღებულმა რუსმა სამხედროებმა, ფიზიკური ძალადობის მუქარით გაქურდეს ქალაქ კამიანკა- დნიპროვსკაში არსებული ერთ-ერთი სასოფლო-სამეურნეო საზოგადოების ფილიალი. ოკუპანტებმა საწარმოდან 61 ტონა ხორბალი და სხვა ქონება იმ სატვირთოებით მოიპარეს, რომლებიც ასევე ამ ფილიალს ეკუთვნოდა“, - წერია პროკურორის ოფისის განცხადებაში.