ორსულობის დადგენის უცნაური მეთოდები - ქერი, ხორბალი, თაფლი და ღვინო თანამედროვე ტესტების წინაპრები იყვნენ

ორსულობის დადგენა

უხსოვარი დროიდან ადამიანები ცდილობდნენ, მოეხერხებინათ ორსულობის ადრეულ პერიოდში დადგენა. ძალიან საინტერესოა თანამედროვე  ორსულობის ტესტის წარმოშობის ისტორია. საუკუნეების განმავლობაში, სხვადასხვა კულტურამ შეიმუშავა ქალის ორსულად განსაზღვრის საკუთარი მეთოდები, რომელთაგან ზოგიერთი თანამედროვე მკითხველს შეიძლება საკმაოდ უცნაურად მოეჩვენოს.


გაღივებული მარცვლები ძველ ეგვიპტელებს ორსულობის შესახებ ამცნობდა


ყველაზე ძველი, ცნობილი ორსულობის ტესტები შეიძლება აღმოჩნდეს ძველ ეგვიპტურ ცივილიზაციაში. ეს ტესტი ფრაგმენტულად არის აღწერილი კარლსბერგის პაპირუსში და ასევე უფრო სრულად, ბერლინის პაპირუსში (ასევე ცნობილი, როგორც ბრუგშის პაპირუსი). სამედიცინო ტექსტებში ნახსენებია, რომ ქალმა ორსულობა რომ გაარკვიოს, მან ცალ-ცალკე უნდა მოშარდოს ქერისა და ხორბლის მარცვლების გროვაზე.
თუ არც ერთი თესლი არ გაღივდება, მაშინ ქალი ორსულად არ არის. თუ ქერი დაასწრებს, მაშინ ქალი ორსულადაა ვაჟზე. პირიქით, ხორბლის ამონაყარი იმის ნიშანია, რომ ქალს მდედრობითი სქესის შვილი ჰყავს.
1963 წელს ჩატარებულმა ლაბორატორიულმა ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ შესაძლოა, არსებობდეს გარკვეული სიმართლე ძველ ეგვიპტურ ორსულობის ტესტში. როგორც ჩანს, 70%-ში ორსულთა შარდი იწვევდა მარცვლების გაღივებას. მეორე მხრივ, როგორც არაორსული ქალების, ასევე მამაკაცების შარდი მარცვლების გაღივებას არ იწვევდა.

ძველი ბერძნები უპირატესობას ანიჭებდნენ ხახვს ან თაფლს
ძველ ბერძნებს ჰქონდათ კიდევ რამდენიმე უჩვეულო ორსულობის ტესტი. მაგალითად, ერთ-ერთი მათგანია ღამით ხახვის შეყვანა ქალის საშოში. თუ ქალი ორსულად არ იყო, მეორე დილით მის ამონასუნთქ ჰაერს ხახვის სუნი ასდიოდა.
ამ ტესტის საფუძველი იყო რწმენა, რომ არაორსული ქალის საშვილოსნო იყო „დაუბრკოლებელი“ და ამიტომ ხახვის სუნს მის პირში შეღწევის საშუალებას აძლევდა. პირიქით, ორსულის საშვილოსნო „დალუქული“ იყო და ამიტომ ხელს უშლიდა სუნის გავრცელებას. ამის ვარიაცია მოიცავდა სასქესო ორგანოებზე პარფიუმერიული სუნამოს წასმას.
კიდევ ერთი ტესტი ასეთი იყო: ქალი ძილის წინ თაფლისა და წყლის ნარევის დალევა. თუ ქალს ღამის განმავლობაში შეშუპება და კრუნჩხვები ჰქონდა, ის ორსულად იყო.

შუა საუკუნეების ორსულობის ტესტი
შეიძლება ითქვას, რომ ორსულობის ტესტები კიდევ უფრო მრავალფეროვანი და, შესაძლოა, ცოტათი უცნაურიც კი გახდა შუა საუკუნეებში. მაგალითად, სწორედ ამ პერიოდში გაჩნდნენ „წინასწარმეტყველები“. ეს ის ხალხი იყო, ვინც ამტკიცებდა, რომ მხოლოდ შარდზე დაკვირვებით შეეძლოთ იმის გარკვევა, იყო თუ არა ქალი ორსულად. 


ამ პროცედურის გარდა, შუა საუკუნეების ექიმები ასევე იყენებდნენ შარდზე დაფუძნებული ორსულობის ტესტების სხვა ფორმებს. ერთ-ერთი მათგანი ქალის შარდში ნემსის ჩადებაც იყო. თუ ქალი ორსულად იყო, მას წითელი ან შავი ჟანგი მოედებოდა.
ასევე, ურევდნენ შარდსა და ღვინოს. იმის გამო, რომ ალკოჰოლი რეაგირებს ორსულის შარდში აღმოჩენილ ზოგიერთ პროტეინთან, ამ ტესტს შეიძლება მართლაც ჰქონოდა წარმატებული შედეგები. 


ჰორმონები და ორსულობის თანამედროვე ტესტირება
მხოლოდ მე-20 საუკუნის პირველ ნახევრამდე იქნა გამოვლენილი ადამიანის ქორიონული გონადოტროპინი (hCG), ჰორმონი, რომელიც ემსახურება ორსულობის დადგენას. ეს ჰორმონი გვხვდება ორსული ქალების შარდში და ცხოველებზე ჩატარებული ტესტირების შედეგად აღმოჩნდა, რომ hCG იყო ორსულობის მაჩვენებელი.

საბოლოოდ, ორსულობის თანამედროვე ტესტების შემუშავება დაიწყო 1960-იან წლებში, ხოლო 1970-იანი წლების ბოლოს, ორსულობის ტესტირების კომპლექტები იყიდებოდა აშშ-ში.