1783343393
სირთულეები კომუნიკაციაში, ემოციური არასტაბილურობა - როგორი იქნება 6-12 ივლისის კვირა ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის
რეტროგრადული მერკურის მეორე კვირა იწყება. როგორც ასტროლოგები ამბობენ, სწორედ ახლა აღწევს ეს პლანეტა თავისი "მავნებლობის" პიკს. აღნიშნული მოვლენა ზოდიაქოს ბევრი ნიშნისთვის გარკვეულ სირთულეებს შექმნის. თუმცა, ამ პრობლემების გადალახვა სრულიად შესაძლებელია.
უფრო კონკრეტულად, როგორი იქნება 6-12 ივლისის კვირა ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის ქვემოთ გაგიზიარებთ:
ვერძი
ვერძებისთვის წარმატებებისა და მიღწევების პერიოდი დგება. თუ ბოლო თვეებში მიზნისკენ შეუპოვრად მიიწევდით, ახლა თქვენი შრომის რეალურ ნაყოფს მოიმკით. ვარსკვლავები ტემპის შენარჩუნებასა და საკუთარ ძალებში დარწმუნებას გირჩევენ. კვირის დასაწყისში გარშემომყოფებს ყურადღებით დააკვირდით. თქვენ გვერდით შესაძლოა აღმოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც თქვენს პროგრესს შეგნებულად ან გაუცნობიერებლად აფერხებენ. კვირის მეორე ნახევარში ყურადღება გარეგნობას, ჯანმრთელობასა და ფიზიკურ აქტივობას დაუთმეთ. სპორტი, ფიტნესი ან იოგა ენერგიის აღდგენაში დაგეხმარებათ (ასევე დაგაინტერესებთ: ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომელთათვისაც ივლისი 2026 წლის ყველაზე წარმატებული და იღბლიანი თვე იქნება).
კურო
კუროებს მაქსიმალურად ემოციური კვირა გელით. სულიერი სითბო, გულწრფელი საუბრები და ახლობლების მხარდაჭერა მოგინდებათ. გამორიცხული არ არის, რომ ახალი ნაცნობები ძველ საახლობლო წრეზე მეტად დაინტერესდნენ თქვენი პრობლემებით. კვირის შუა პერიოდში აქტიური დასვენება, სეირნობა ან ვარჯიში სასარგებლო იქნება. კვირის მეორე ნახევარი საინტერესო იდეებსა და მოულოდნელ აღმოჩენებს მოგიტანთ. ბედისწერის ნიშნებსა და საკუთარ ფიქრებს ყურადღება მიაქციეთ. შაბათი სახლის მოწესრიგებასა და გენერალურ დასუფთავებას დაუთმეთ. აი, რემონტის დაწყებას კი ნუ იჩქარებთ - ეს მასშტაბური საქმე აგვისტოსთვის გადადეთ.
ტყუპები
ეს კვირა ტყუპებს უამრავ მოვლენას, შეხვედრასა და სიახლეს ჰპირდება. შინაგან ხმასა და ინტუიციას განსაკუთრებით უნდა ენდოთ. კვირის პირველი დღეები სწავლას, ინტელექტუალურ მუშაობას, დოკუმენტების მომზადებასა და რთული ამოცანების გადაჭრას დაუთმეთ. ხუთშაბათს გარშემომყოფების მიმართ მეტისმეტად მომთხოვნი ნუ იქნებით. კვირის მეორე ნახევარში თვითშეგრძნებას, კვების რეჟიმსა და დატვირთვას ყურადღებით მიადევნეთ თვალი. კვირა დღე მსხვილი საყიდლებისა და ძვირად ღირებული სურვილების ასასრულებლად არ გამოდგება. ასტროლოგების თქმით, ამ დროს ფულის ფუჭად გადაყრის დიდი რისკი არსებობს.
კირჩხიბი
კვირის დასაწყისში ვარსკვლავები ემოციების ნაცვლად ლოგიკით, ფაქტებითა და საღი აზრით ხელმძღვანელობას გირჩევენ. პრაქტიკული მიდგომა შეცდომებს აგარიდებთ და საქმეში კარგ შედეგებს მოგიტანთ. ოთხშაბათსა და ხუთშაბათს, მერკურის "ოინების" გამო, სამუშაოს შემდეგ ძალების აღსადგენად მეტი დრო დაგჭირდებათ. თუ ამ დღეებში დატვირთვას შეამცირებთ, ემოციურ გადაწვასა და ჯანმრთელობის პრობლემებს თავიდან აიცილებთ. პარასკევი მეგობრებთან და ნათესავებთან ურთიერთობისთვის ხელსაყრელი დღეა. უქმეები კი გარდერობის განახლებასა და გარეგნობაში სასიამოვნო ცვლილებების შეტანას დაუთმეთ.
ლომი
ლომებისთვის კვირის დასაწყისი შესაძლოა, ცოტა დაძაბული აღმოჩნდეს. გაღიზიანებას ნუ დაემორჩილებით და ახლობელ ადამიანებს ნუ აწყენინებთ. სამშაბათი შემოქმედებას, თვითგამოხატვასა და თქვენი, თუნდაც ოდნავ რისკიანი იდეების რეალიზებას დაუთმეთ. ხუთშაბათსა და პარასკევს რომანტიკული გრძნობები სამუშაოს მოგწყვეტთ. თავს ცოტოდენი სიმსუბუქისა და განტვირთვის უფლება მიეცით, თუმცა მნიშვნელოვანი მოვალეობებიც ნუ დაგავიწყდებათ. უქმეებზე შესაძლოა, კონფლიქტში თქვენი ჩათრევა სცადონ. სიმშვიდე შეინარჩუნეთ, სხვების გრძნობებს პატივი ეცით, მაგრამ ნურც საკუთარ ინტერესებს გადაწევთ უკანა პლანზე.
ქალწული
ქალწულებს ვარსკვლავები ამ კვირაში წინასწარ დასახული გეგმის მიყოლას გირჩევენ. მიმართულებას სერიოზული მიზეზის გარეშე ნუ შეიცვლით. ორშაბათსა და სამშაბათს ემოციების გავლენით ნაჩქარევი გადაწყვეტილებების მიღებას განსაკუთრებით მოერიდეთ. თუ ბოლო დროს ცოტას ისვენებდით და ჯანმრთელობას ყურადღებას არ აქცევდით, ოთხშაბათს ორგანიზმმა შესაძლოა, ეს შეგახსენოთ. ხუთშაბათს კამათს მოერიდეთ. კვირის ბოლოს პაუზის აღება, მიღწევების გაანალიზება და მომავალზე დაფიქრება სასარგებლო იქნება. შესაძლოა, ბავშვობის ოცნებების გახსენებისა და მათი რეალობად ქცევის დროც დადგა.
სასწორი
ეს კვირა სასწორებისთვის სხვადასხვა სფეროში ახალ დონეზე გადასვლის იდეალური პერიოდი გახდება. შეგიძლიათ ცხოვრების ხარისხი გააუმჯობესოთ, თვითგანვითარებით დაკავდეთ, ჩვევები შეცვალოთ და გეგმებს გადახედოთ. თუმცა, თითოეულ ამოცანას გლობალურ პრობლემად ნუ აქცევთ. ოთხშაბათს პრიორიტეტების განსაზღვრა და მართლაც მნიშვნელოვან მიზნებზე ფოკუსირება აუცილებელია. კვირის მეორე ნახევარში გარესამყარომ შესაძლოა, დიდი ხნის განმავლობაში პასუხგაუცემელ კითხვებზე პასუხები გიკარნახოთ. ეს ახალი უნარების ათვისებისა და პროფესიული ზრდისთვის ხელსაყრელი დროა.
მორიელი
მორიელებს საკმაოდ რთული კვირა ელის. მერკური თქვენზე სრულად "იყრის ჯავრს". საბედისწერო გადაწყვეტილებებისა და მკვეთრი ნაბიჯების გადასადგმელად ეს საუკეთესო დრო არ არის. გაცილებით სასარგებლო დაკვირვება, ანალიზი და ინფორმაციის შეგროვება იქნება. არსებობს ალბათობა, რომ დოკუმენტებში შეცდომები აღმოაჩინოთ ან მიხვდეთ, რომ ადრე არასწორ მონაცემებს ეყრდნობოდით. სამშაბათს ყველა საქმე გვერდზე გადადეთ და საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ. ოთხშაბათს რჩევა უფრო გამოცდილ კოლეგებს ჰკითხეთ, ისინი პრობლემებთან გამკლავებაში დაგეხმარებიან. ხუთშაბათი საკუთარ თავზე ზრუნვასა და შინაგანი ბალანსის აღდგენას მოუხდება. კვირის მეორე ნახევარში ცხოვრების ტემპის ოდნავ შენელება და მარტივი რაღაცებისგან სიამოვნების მიღება სასარგებლო იქნება...ვრცლად










