„3 ფაქტი, რომელიც გარგარის შესახებ უნდა იცოდეთ“ – გიორგი ღოღობერიძის სასარგებლო რჩევა

გიორგი ღოღობერიძე

ექიმი გიორგი ღოღობერიძე საზოგადოებას გარგარის დადებითი თვისებების შესახებ უყვება.

„თუ გარგარი გიყვართ, კიდევ უფრო შეგიყვარდებათ როდესაც მის შესახებ ამ 3 ფაქტს გაიგებთ. ის შეიცავს ბეტა კაროტინს, რომელიც ჩვენს ორგანიზმში ვიტამინად გარდაიქმნება, რომელიც ჩვენს თვალს სჭირდება, რომ შებინდებისას კარგად დავინახოთ.

გარგარი ასევე შეიცავს დიდი რაოდენობით კალიუმს, რომელიც ნატრიუმის მავნე ზემოქმედებას ამცირებს.

მოგეხსენებათ ნატრიუმი არტერიულ წნევას ზრდის. გარგარში ასევე ძალიან ბევრი არის ბოჭკო. თუ მიდრეკილი ხართ შეკრულობისკენ, მაშინ გარგარი დაგეხმარებათ“, – ამბობს გიორგი ღოღობერიძე.