რომელი ჯიშის ძაღლი უნდა გყავდეთ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ძაღლი

რომელი ჯიშის ძაღლი უნდა გყავდეთ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით:

1.ვერძი - თქვენ უნდა გყავდეთ გრეიჰაუნდი. ყველაზე უკეთ მეგობრობა სწორედ ამ ჯიშის ძაღლთან გამოგივათ. ის არის სწრაფი, მოხერხებული, კონკურენტული, რის გამოც ხშირად გაჰყავთ ხოლმე შეჯიბრებაზე.

2. კურო - თქვენ ბოლონიეზი უნდა გყავდეთ. ორივე თქვენგანი მოსიყვარულე და მეგობრულია და არ ხართ მორცხვები, როცა საქმე სიყვარულის გამოხატვას ეხება. ამიტომაც, ბოლონიეზი თქვენი საუკეთესო მეგობარი გახდება. 

3. ტყუპები - ტყუპები თავიანთი გაორებული ხასიათით არიან გამორჩეულები. ერთ წუთში ისინი საყვარლები და მხიარულები არიან, მეორე წუთში კი შეიძლება მოიწყინონ, სწორედ ამიტომ, ყველაზე მეტად ჩიხუახუა შეგეფერებათ. ამ ჯიშის ძაღლს ძალიან უყვარს კომუნიკაცია, ის ყველაზე ბედნიერია როცა ელაპარაკებით და ეთამაშებით და გამოირჩევა ენერგიულობით. 

4. კირჩხიბი - თავს კომფორტულად იგრძნობთ, თუ ბულდოგი გეყოლებათ. ამ ჯიშის ძაღლი ორიენტირებულია სახლზე, უყვარს თავის პატრონთან ერთად ყოფნა და მისი დაცვა და ამით ძალიან გგავთ. 


5. ლომი - ბიჩონ ფრიზი თქვენი საუკეთესო მეგობარი გახდება. თქვენს მსგავსად მასაც დიდი და კეთილი გული აქვს. ისევე, როგორც თქვენ, მასაც უყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა. 

6. ქალწული - თქვენთვის საუკეთესო არჩევანი პომერანიელის ჯიშის ძაღლი იქნება. ისიც თქვენსავით ჭკვიანი და მოხერხებულია. ყველაფერს მარტივად გააგებინებთ. ის არის ძალიან მეგობრული და მგრძნობიარე. 


7. სასწორი - ყველაზე უფრო მეტ კომფოტს ოქროსფერი მონადირე ძაღლი შეგიქმნით და მასთან თავს ჰარმონიულად იგრძნობთ. ის არის მეგობრული, უყვარს თამაში. არის მგრძნობიარე და მარტივად იგებს ადამიანის სურვილებსა და განცდებს. 


8. მორიელი - უნგრული ჯიშის ძაღლი, პული, თქვენთვის საუკეთესო არჩევანია. ისევე, როგორც თქვენ, მასაც უყვარს ადამიანებზე დაკვირვება და საოცრად ცნობისმოყვარეა. სხვადასხვა სიტუაციებში თქვენს მსგავსად ამ ჯიშის ძაღლიც ინსტიქტების მიხედვით მოქმედებს. 

9. მშვიდლოსანი - ასტროლოგები ამბობენ, რომ თქვენთვის საუკეთესო არჩევანი ისლანდიური მეცხვარე ძაღლია. თქვენ მსგავსად ისიც ენერგიული და დამოუკიდებელია და ყველაზე ბედნიერი მაშინაა, როცა ბუნებაშია. ისლანდიური მეცხვარე ძაღლი განსაკუთრებული მეგობრულობით გამოირჩევა. 

10. თხის რქა - ყველაზე მეტად ძველი ინგლისური მეცხვარე ძაღლი შეგეფერებათ. ამ ჯიშის ძაღლს ადამიანის განცდების გაგება შეუძლია, ის ძალიან კეთილი და მეგობრულია. სწორედ ამიტომ, თქვენი საუკეთესო მეგობარი გახდება. 

11. მერწყული - თქვენ ამერიკული ესკიმო უნდა გყავდეთ. მერწყულებისთვის მარტივია მეგობრების შეძენა და საოცრად თბილი, მზრუნველი შინაგანი სამყარო აქვთ. სწორედ ასეთია ამერიკული ესკიმოც. ის არის ჭკვიანი და საოცრად მეგობრული. 

12. თევზები - ყველაზე კომფორტულად თავს ბასეტ ჰაუნდის ჯიშის ძაღლის გვერდით იგრძნობთ. მოსიყვარულე და მგრძნობიარე ბუნების ძაღლი მარტივად უგებს მგრძნობიარე თევზებს. თქვენს მსგავსად ისიც მიმნდობი და მეგობრულია.

ასევე ნახეთ:

დააჯამეთ თქვენი ტელეფონის ნომრის ციფრები და გაიგეთ, რა გავლენას ახდენს ის თქვენს ბედ–იღბალზე

როგორ სიურპრიზს უმზადებს ტაროს პროგნოზი ზოდიაქოს ამ 3 ნიშანს უახლოეს დღეებში

"ახლა წავალ და რომ დავბრუნდები, შევხვდეთო... ისე გამოვიდა, რომ დაგვემშვიდობა... მკვდარი ვარ" - ზაზა კოლელიშვილი მეგობართან უკანასკნელ საუბარზე