როგორია მეტაფიზიკური თვალიდან დანახული მოვლენები - რას წერს ასტროლოგი

ურბანული ბუნება

ასტროლოგი და ფსიქოლოგი გიორგი ლობჯანიძე სოციალურ ქსელში პერიოდულად პოსტებს აქვეყნებს, სადაც ასტროლოგიურ პროგნოზსა და გლობალური თემების მიმოხილვას აკეთებს.

„მეტაფიზიკური თვალიდან დანახული მოვლენები: ჩვენს მატერიალურ სამყაროში, შინაგანი ენერგეტიკული რესურსი ყველა ცოცხალ ორგანიზმს გააჩნია. ჩვენ მოგვწონს სტიქიებზე საუბარი, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ ყველა მათგანი წმინდა სამების, როგორც შემოქმედის ჩანაფიქრის გამოხატულებაა.

სტიქიურადაა ადამიანი აგებული, ისევე, როგორც მთელი დედამიწა. დედამიწა კი იმართება კოსმიური გონიდან. კოსმიური გონი და შემოქმედი, როგორც ,,ძე ღმერთი“ შეიძლება შევადაროთ ადამიანსაც და აი, როგორ: კოსმოსი ეს არის თავისუფალი მექანიზმი და რამდენადაც დამოუკიდებელი, იმდენად დამოკიდებული შაბლონია.

ადამიანის შიგნითაც ხომ მიმდინარეობს ჩვენი ჩარევის გარეშე სისხლის მიმოქცევა, ტვინის, კუჭის მოქმედება და ყველა სხვა ორგანული მეტაბოლური პროცესები, არა? თუმცა, პარალელურად, რაც ჩვენს შიგნით თავისუფლად მიმდინარეობს სულაც არ ნიშნავს რომ ორგანიზმი არ ემორჩილება პიროვნულ გონს, რაც გვაქვს მოცემული და რითაც ვიღებთ გადაწყვეტილებებს. ასეა კოსმოსიც, ის მოძრაობს თავის არეალში, თუმცა მექანიზმი მთავარ ბირთვთან, ანუ ღმერთთანაა მიბმული, როგორც პიროვნულ სუბსტანციასთან.

იმდენად ღრმაა ამ მატრიცული სამყაროს და კოსმოსის უმაღლესი ქმნილების, ადამიანის ბუნების არსი, რომ პარაცელსი ბრძანებდა: ,,სადაც იტანჯება სული, იტანჯება სხეულიცო.“

როცა ადამიანი მიდის ბუნების წინააღმდეგ, ავტომატურად ის მიდის ღვთის, როგორც დამოუკიდებელი სუბსტანციის წინააღმდეგ. წინააღმდეგობის შედეგი რაში გამოიხატება? გამოიხატება იმაში, რომ ადამიანი, რომელიც სტიქიური ელემენტების კრებულია, სწორედ ეს უკანასკნელი განიცდის რღვევას.

პირველივე ნაბიჯზე, შეცდომა, როგორც ცოდვად დაცემა, სტიქიურად ჩანაფიქრს და განზრახვას, ანუ ჰაერის სტიქიას ეხება, შემდეგ კი წყალს, როგორც სულის ნატურას, მერე კი მიწას, როგორც ქმნილებას და ბოლოს თუ ინდივიდი გონს არ მოეგო ცეცხლი ანადგურებს მას.

ადამიანთა არასწორი მოქმედება, ამ მოქმედებებით მოუნანიებლობა, ბადებს ახალ შეცდომებს, ანუ ახალ ცოდვებს, რასაც კოსმიური გონიც კი გამოჰყავს მწყობრიდან და დედამიწას, როგორც ცოცხალ ორგანიზმს უქმნის საფრთხეს. ამიტომ ერევა მთავარი გონი, ღმერთის სახით, საქმეში, რომ დასტაბულურდეს ხოლმე მოვლენები.

ბუნებრივია, ამ კოსმიურ სამყაროს ჰყავს დამცველი ძალები, იქნებიან ესენი ანგელოზები თუ სხვა უხლავი არსებები. როგორც ინდივიდს იცავს ბიოველი, ფიზიკურ სხეულს კი კანი, დაახლოებით ასეა აქაც.

იმავე პარაცელსი გვაუწყებდა, რომ ხილული ბუნება დასახლებულია უამრავი სხვა არსებებით, რომლებსაც მან ,,ელემენტარები“ უწოდა და შემდგომში ბუნების სულებად მოიხსენიებდნენ. ოთხი განსხვავებული ჯგუფი შემოგვთავაზა: ჯუჯა სულები, უნდინები, სილფები და სალამანდერები. თუმცა უნდა ითქვას, რომ გასარკვევია რომელი ძალა ნათლის მხარეს დგას და რომელი ბნელის.

დაცემის დღიდან მოყოლებული, რა წამს წაერთვა ადამიანს ღვთაებრივ გონთან თანაზიარობა, კაცობრიობამ მრავალი ეპოქა გაიარა. პერიოდულად ადამიანი, სამწუხაროა, მაგრამ მუდმივ რეგრესს განიცდის, დღეს კი ჩვენი თვალის სიხშირული აღქმით, დიდი დიდი 5% დაინახოს ადამიანმა. ამიტომაცაა, რომ გარშემო მოვლენების ბოლომდე შეცნობის უნარი არ გაგვაჩნია.

ბრძოლაც კი ჩვენს ატმოსფერულ ველში მიმდინარეობს ჯერ სულიერ დონეზე ენერგეტიკულად, ამიტომ ჯერ უხილავში მიდის პროცესი და ხილულში შედეგის გამომზეურებას ვაწყდებით.

რეალურად, ციური სხეულების, იმავე მზის და მთვარის ნათება დედამიწისთვის სიცოცხლის გახანგრძლივების და ნაყოფიერების წყაროებია. ყველაფერი კი ემსახურება მუდმივ ტრანსფორმაციას, ანუ სინათლეს.

როგორც სამყაროა წრფე ხაზივით უკიდეგანო, მისი შემოქმედიც ასეთი დაუსრულებელი გონია. ღმერთი მარადიული თვითმყოფადობაა. თვითმყოფადობა კი ნიშანვს უდროობას, ანუ პიროვნული სუბსტანციის ეგზალტაციურ ბუნებას. რასაც ვხედავთ ჩვენ წმინდა სამების და თვით ქრისტე ღმერთის ბუნებაში.

მომდევნო ხანებში ვეცდები განვიხილო დღევანდელი პერიოდების ფსიქოპორტრეტები, როგორც თეოსოფიურ, ისე მეცნიერულ ჭრილში“,- წერს ასტროლოგი.