„ღია ჭურჭელში მოათავსეთ მარილი და დადგით მაგიდაზე“ - ეზოთერიკოსების საყურადღებო რეკომენდაცია

მარილი

ეზოტერიკოსების მტკიცებით, მარილი დაკარგულ ძალებს აღგიდგენთ. თეთრი კრისტალები ბედნიერებას დაგიბრუნებთ და გაგათავისუფლებთ ჯადოსგან,- ამის შესახებ რეკომენდაციას და პრაქტიკას ფეისბუქ-გვერდი Astrologia.ეზოთერიკა.რიტუალები გვიზიარებს.

როგორც ეზოთერიკების რეკომენდაციაში ვკითხულობთ, ნეგატივისგან დაცვა მარილის სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით შეგვიძლია.

რამდენიმე პრაქტიკა:

იმისათვის, რომ თავი დააღწიოთ უიღბლობას, შეგიძლიათ, აიღოთ მარილის მწიკვი და გადაყაროთ მარცხენა მხარის უკან (მარჯვენას უკან, პირიქით. მარილის გადაყრა უფრო მეტ უიღბლობას მოგიტანთ).

ასევე, თქვენ შეგიძლიათ გაწმინდოთ თქვენი სხეული უიღბლობისგან მარილიან წყალში დაბანით.
უბრალოდ, დაამატეთ ორი სუფრის კოვზი მარილი აბაზანაში ცხელ წყალს და ისე იბანავეთ.

კიდევ ერთი მეთოდი, რომელიც გამოგადგებათ - ოთახის თითოეულ კუთხეში მოაფრქვიეთ ზღვის მარილი და თითოეული ფანჯრის რაფის ქვეშ. ეს დაიცავს თქვენს სახლს უიღბლობისა და განსაცდელისგან.

როგორც ამბობენ, ადამიანის გათვალვა განსაკუთრებით მაშინაა მარტივი, როცა საუბარშია გართული .ავი თვალის თავიდან ასაცილებლად ღია ჭურჭელში მოათავსეთ მარილი და დადგით მაგიდაზე. ამ დროს, ბოროტი სურვილები მსურველს უკან უბრუნდება... სრულად