ეს არის ჩემი პასუხი კითხვაზე - რატომ? - რა კადრებს აქვეყნებს ილია თოფურია
1778790393
ეზოტერიკოსი და მინეროლოგი, თამარ იოსელიანი ტყუპების ნიშნის წარმომადგენლებს აფრთხილებს.
„ურანის ტრანზიტი ტყუპების ნიშანში 2026-2033
დაიწყო ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და გარდამტეხი ასტროლოგიური პერიოდი ტყუპებისთვის.
ურანი ტყუპების ზოდიაქოში 2033 წლის მაისამდე დარჩება და ამ 7-წლიან ციკლს ცხოვრებისეული რევოლუციის, თავისუფლებისა და პიროვნული ტრანსფორმაციის ეპოქად აქცევს.
ტყუპებო ვინაიდან ურანი პირდაპირ თქვენს I სახლში : პიროვნების, იმიჯისა და თვითგამოხატვის სექტორში გადადის, ცვლილებები იქნება ღრმა, მოულოდნელი და ხშირად სრულიად საბედისწერო.
რას მოგიტანთ ტყუპებს:
პიროვნული გადატვირთვა
თქვენ მთლიანად შეიცვლებით.
შეიცვლება:
• აზროვნება
• ქცევის სტილი
• ცხოვრების ხედვა
• პრიორიტეტები
• დამოკიდებულებები
ყველაფერი, რაც წლების განმავლობაში გაკავებდათ, ეტაპობრივად ჩამოიშლება.
გარეგნული და სტილისტური ტრანსფორმაცია მოსალოდნელია:
• თმის სტილის შეცვლა
• სრულიად ახალი ჩაცმის სტილი
• გარეგნული იმიჯის რადიკალური განახლება
• წონის მკვეთრი ცვლილებები
• ზოგიერთისთვის , ესთეტიკური ან პლასტიკური ჩარევებიც
თქვენ დაიწყებთ საკუთარი თავის სრულიად ახალ ვერსიად ქცევას.
ახალი პროფესიული გზა
ტყუპების ხმა და იდეები ბევრად ფართო აუდიტორიამდე მივა.
შესაძლოა:
• აღმოაჩინოთ უნიკალური ნიჭი
• დაიწყოთ მუშაობა ტექნოლოგიურ, მედია ან ონლაინ სფეროებში
• გადახვიდეთ ფრილანსზე
• უარი თქვათ რუტინულ და შეზღუდულ სამსახურზე
ეს პერიოდი შექმნილია მათთვის, ვინც საკუთარ გზას ქმნის.
გათავისუფლება ჩარჩოებისგან
თავისუფლების მოთხოვნილება ძლიერ გაიზრდება.
ყველაფერი, რაც:
• გაკონტროლებთ
• გაკავებთ
• ზღუდავს თქვენს განვითარებას
შეიძლება თქვენი ინიციატივით დასრულდეს ,იქნება ეს ურთიერთობა, სამსახური თუ ცხოვრების ძველი ფორმატი.
აზროვნების აფეთქება
ურანი გააქტიურებს:
• მოულოდნელ ინსაიტებს
• გენიალურ იდეებს
• არასტანდარტულ ხედვას
• პროგრესულ და გავლენიან ადამიანებთან კავშირებს
თქვენი გონება დაიწყებს მომავლის სიხშირეზე მუშაობას.
შესაძლო რისკები და რეკომენდაციები:
ნერვული სისტემის გადატვირთვა
ურანის ენერგია სწრაფი, ქაოტური და იმპულსურია.
მნიშვნელოვანია:
• ემოციური ბალანსი
• დასვენება
• შფოთვის კონტროლი
• დაუფიქრებელი გადაწყვეტილებების თავიდან აცილება
ცვლილებების მიღება
ნუ შეეწინააღმდეგებით იმას, რაც ბუნებრივად იშლება.
რაც უფრო მარტივად გაუშვებთ ძველს, მით უფრო წარმატებული, თავისუფალი და შემოსავლიანი გახდება ეს 7-წლიანი ციკლი.
ურანი არასოდეს ანგრევს ტყუილად ,ის ათავისუფლებს იმას, რაც უკვე ვეღარ ვითარდება", წერს იოსელიანი.