7-13 აპრილი: რომელი დღეები იქნება მიმდინარე კვირაში ყველაზე იღბლიანი და წარმატებული და როდის ჯობს, შედარებით ფრთხილად ვიყოთ

ასტროლოგიური პროგნოზი

ასტროლოგები მიმდინარე კვირისთვის ასახელებენ, რომელი დღეები იქნება ყველაზე იღბლიანი, როდისაა ემოციური არასტაბილურობა მოსალოდნელი და რომელ დღეებში ჯობს, შედარებით ფრთხილად ვიყოთ:

7 აპრილი
კვირის დასაწყისი თითოეულ ადამიანს ახალ შესაძლებლობებს მისცემს. წარმატება კი მეტ მონდომებასა და ყურადღებას მოითხოვს. შესაძლოა, რაიმე ახალ პროექტსა და ინიციატივაში ჩართვა შემოგთავაზონ, გაჩნდეს შანსი, რომ თქვენთვის სასარგებლო ცვლილებები დაგეგმოთ. გარდა ამისა, როგორც ასტროლოგები ამბობენ, აღნიშნულ დღეს შესაძლოა, მოულოდნელი სიურპრიზი ან სიახლე მივიღოთ. მთავარია, ცვლილებების არ შეგეშინდეთ. ამ დღის ენერგია წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ. 

8 აპრილი
ამ დღეს შესაძლოა, კარიერასთან ან პიროვნულ განვითარებასთან დაკავშირებით გარკვეული დაბრკოლებები შეგხვდეთ. სირთულეების გადალახვა მოგიწევთ და შეიძლება, გეგმების განხორციელებაც გაგიჭირდეთ. ამიტომაც, ასტროლოგების რჩევაა, რომ აღნიშნულ დღეს თუ შესაძლებლობა გექნებათ, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები არ მიიღოთ და მომდევნო დღეებისთვის გადადოთ.

9 აპრილი 
სულიერი ზრდის და ახალი გზის პოვნის დროა და ეს დღე გაჩვენებთ, რომ ცვლილებები სხვადასხვა სფეროში აუცილებელია. ენდეთ საკუთარ თავსა და პროცესს, რომელიც ბუნებრივად დაიწყება.

10 აპრილი
აღნიშნულ დღეს თითოეულ სიტყვას, ინფორმაციას, იდეას, წინადადებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ამიტომაც, ასტროლოგები გვირჩევენ, რომ ყურადღებით ვიყოთ. შესაძლოა, სწორედ ეს ინფორმაცია სამომავლო წარმატებებისა და ცვლილებების საწინდარი გახდეს.

11 აპრილი
ამ დღეს თქვენი შრომისა და მონდომების შედეგს სრულად დაინახავთ და კიდევ მეტ მოტივაციას მიიღებთ, რომ წინსვლა განაგრძოთ. შესაძლოა, ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი დაასრულოთ და ახალი დაიწყოთ...ვრცლად