„2026 წელს საფრთხე ნეგატიურ ადამიანებს ელოდება...“ - ეზოთერიკოსის გაფრთხილება

ცხენი

როგორი იქნება 2026 წელი და რა გველოდება ცეცხლოვანი ცხენის წელში - ამ თემაზე ეზოთერიკოსი ნინა სუსლოვა საუბრობს:

- წითელი, ცეცხლოვანი წელი შემოდის. ცხენი საკმაოდ დინჯი, მშვიდი, მომთმენი, გაწონასწორებული ცხოველია. უყვარს სიმყარე, ერთგულება, პატიოსნება. ბოროტ ადამიანებს არ იკარებს. შესაბამისად, 2026 წელს საფრთხე ნეგატიურ ადამიანებს ელოდება. ვინც კეთილია, ვინც ბოროტებას არ ჩადის, სხვებისთვის კარგი, დადებითი უნდა, არ აქვს ნეგატიური განზრახვა, არ არის შურიანი - მისთვის იდეალური პერიოდი ექნება.

ცეცხლის კუთხით უკვე აქტიურობაა საჭირო. მიუხედავად იმისა, რომ ცხენი დინჯია, რახან ცეცხლოვანი წელიწადი მოდის, აქტიურობა, თამამი ნაბიჯების გადადგმა და რისკი მნიშვნელოვანია. თუმცა, აუცილებლად დაფიქრებული. არ უნდა ვიყოთ წინდაუხედავები და ამავდროულად, თამამი ნაბიჯები გადავდგათ. მათთვის, ვინც კომფორტის ზონიდან ვერ გამოვლენ, ეცდებიან, ისევ რუტინულად გააგრძელონ ცხოვრება, შეიძლება, რთული პერიოდი იყოს. ცეცხლი უბიძგებს იმისკენ, რომ იმოქმედონ და ნაბიჯები გადადგან. 

სიყვარულშიც შეგვიძლია, თამამი ნაბიჯები გადავდგათ. ასევე, შეგვიძლია, მივხვდეთ, ვინ არის ჩვენი მეორე ნახევარი, ვინ გვჭირდება... ძალიან კარგი პერიოდია იმისათვის, რომ რაღაცები გადავაფასოთ. რაციონალურობა და შეგრძნება ერთ დონეზე უნდა იყოს.

ვინც ამ ენერგიას ფეხს აუწყობს, მათთვის ეს სურვილების ასრულების წელი იქნება. ადამიანებს სურვილების ასრულების შესაძლებლობა მიეცემათ, თუ ენერგიას სწორად მიმართავენ“,- ამბობს ეზოტერიკოსი.