„ჩემი ცხოვრების ყველაზე რთული და ყველაზე მტანჯველი პერიოდია...“ - რას ჰყვება ნანუკა გულუა

გულუა

ტელეწამყვანი, ნანუკა გულუა ნოე სულაბერიძის გადაცემის ანონსში გამოჩნდა - სრულ ეპიზოდს მაყურებელი კვირას, 24 მაისს იხილავს.

ანონსიდან ჩანს, რომ მსახიობი არაერთ თემაზე ისაუბრებს, მათ შორის, რთულ პერიოდზე.

„ვემზადებოდი რომ ამას მკითხავდი და ეს არ უნდა დამმართოდა…“

„ჩემი ცხოვრების ყველაზე რთული და ყველაზე მტანჯველი პერიოდია”.

“გულზე ხელს დავიდებ და გეტყვი, არასოდეს არავისთვის, ჩემი მეგობრისთვისაც არ მომიყოლია“.

„ძალიან ბევრჯერ გარდავიცვალეთ მასთან ერთად”.

„უკვე მეშვიდე წელია, ერთი დღე არ დამისვენია და ვეძებ ჩემს ძმას. გეფიცებით სამ შვილს, არასოდეს თქვენს ვინაობას არ გავთქვამ“,- ამბობს ნანუკა.