მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმისშვილს ბრალი უკვე წარუდგინეს

22:57 07-26-2019
129

დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 20-21 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დღეს 2 პირი დააკავა. 

დაკავებული 2 პირიდან, ერთ-ერთი მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმისშვილი მორის მაჩალიკაშვილია. არსებული ინფორმაციით, მორის მაჩალიკაშვილს ბრალი უკვე წარედგინა. ადვოკატი ქეთი ჩუთლაშვილი ამბობს, რომ მას ბრალად ედება ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა, რაც სასჯელის სახით 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მაჩალიკაშვილი ამ დროისთვის დუმილის უფლებას იყენებს.