წყალი შეწყდება! - ქუჩების ჩამონათვალი

წყალი

თბილისის ზოგიერთ ქუჩას წყალმომარაგება შეეზღუდება.

კრწანისის რაიონი, კრწანისის ქუჩაზე სატუმბო სადგურს შეუწყდა ელ. ენერგიის მიწოდება. წყალმომარაგების აღდგენის დროს შეგატყობინებთ მოგვიანებით. წყალმომარაგება შეუწყდა:
სოლომონ II, კრწანისის N7-49 (კენტებს), N14-56 (ლუწებს) კაციტაძის ქუჩებს, კრწანისის 1-ლი ჩიხს, კრწანისი 1-ლი და მე-2 გასავალს, გორგასლის გასავალს, გიორგი გურამიშვილის, გორგასლის N65, თვალის კლინიკა ნიუ ჰოსპიტალს.

გლდანის რაიონი, ავჭალა 2, სვანეთის ქ. N 16 თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 12:00-დან 23:00-მდე წყალმომარაგება შეუწყდება: 
ავჭალა 2-ში: სვანეთის, ვაჟა ფშაველას, ერეკლე მეორეს, ჭავჭავაძე, რაჭა, დუმბაძე, ნუცუბიძე,

ისნის რაიონი, თელავის ქ. N 23 თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით  07/05 16:45-დან 08/05 05:00-მდე წყალმომარაგება შეუწყდება: 
თელავის ქუჩის N1-25 (კენტები და ლუწები).

ნაძალადევის რაიონი, ტოროშელიძის ქ. N 1 თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 07/05 17:00-დან 08/05 02:00-მდე  წყალმომარაგება შეუწყდება: 
ხეხილ-სანერგე მეურნეობას (ივერთუბანს) სრულად, მახათას აღმართს და რეხის ქუჩას.

გლდანის რაიონი, ზაჰესი, პლატინის ქ. 2 ჩიხ. N 7 თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 07/05 17:00-დან 08/05 05:00-მდე წყალმომარაგება შეუწყდება: 
პლატინის ქუჩას (სრულად).

გლდანის რაიონში, წყალი შეუწყდათ ავარიულად ილია ვეკუას ქუჩის N15 თან ქსელზე დაზიანების გამო, წყალმომარაგება აღდგება 08/05-ის 08:00-საათზე წყალმომარაგება შეუწყდა:
ილია ვეკუას ქუჩის N1-N17 (კენტებს).

აღნიშნულ არეალს დაემატა: ალეკო გობრონიძის N1,N3,N5,N7, N9, N11.

საბურთალოს რაიონში, წყალი შეუწყდათ ავარიულად პეტრე იბერის ქუჩის N26 თან ქსელზე დაზიანების გამო, წყალმომარაგება აღდგება 08/05-ის 08:00-საათზე წყალმომარაგება შეუწყდა:პეტრე იბერის N24, N26, 1 შესახვევს, დემეტრე თავდადებულის N30-ს.