ვიდეოები

1714988990

„5 წლიანი განშორების შემდეგ მამა გიორგის პირველი შეხვედრა დედასთან, აღდგომა ღამეს“- სოციალურ ქსელში ემოციური კადრები ვრცელდება

ფოტოგრაფი dantesiphotography სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ჩანს, როგორ ხვდება მოძღვარი მონატრებულ დედას.„5 წლიანი განშორების შემდეგ დედა-შვილის პირველი შეხვედრა ტაძარში, აღდგომა ღამესმამა გიორგის შეხვედრა დედასთან“, – ვკითხულობთ ვიდეოს აღწერაში.ვიდეოს სოციალურ ქსელში ბევრი მოწონება და კომენტარი აქვს.„როგორი ბავშვული ღიმილი აქვს სახეზე მამაოს“,„მთელმა ბავშვობამ გაურბინა ალბათ თვალწინ“, – წერენ სოციალურ ქსელში.  @dantesiphotography777 5 წლიანი განშორების შემდეგ დედა-შვილის პირველი შეხვედრა ტაძარში, აღდგომა ღამეს ❤️❤️❤️ მამა გიორგის შეხვედრა დედასთან ❤️❤️❤️ #დანტესი #dantesiphotography #dantesi #ფორიუ #fyp #foryou ♬ original sound - DANTESI photography 📸

მამა გიორგი

ტაბლოიდი

სოციალური თემა

puli

1710493056

დღეიდან ამ პირებს სესხზე პროცენტი შეუმცირდათ - ნახეთ, ხართ თუ არა მათ სიაში

სახელმწიფოსა და „ლიბერთი ბანკს“ შორის მიღწეული შეთანხმების თანახმად, 150 000 პენსიონერს სესხის პროცენტი დღეიდან შეუმცირდება.„ლიბერთი ბანკში“ აცხადებენ, რომ 15 მარტიდან განახლდება პირობები იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც სარგებლობენ 2023 წლის პირველ იანვრამდე გაცემული პენსიით უზრუნველყოფილი სესხებით.კერძოდ, „ლიბერთი ბანკის“ გადაწყვეტილებით, პენსიით უზრუნველყოფილ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი შეუმცირდება ყველა იმ პირს, ვისაც არ უსარგებლია 2023 წელს დაწესებული განახლებული პირობებით. შესაბამისად, ცვლილება შეეხება 2023 წლის პირველ იანვრამდე გაცემულ საპენსიო სესხებსა და ოვერდრაფტებს.„ამ ცვლილების შედეგად, 150 000-მდე პენსიის მიმღებ პირს ავტომატურად დაუკორექტირდება სესხის მიმდინარე პირობები და საპროცენტო განაკვეთი გაუტოლდება განახლებული პირობებით გაცემული სესხების პროცენტს“, – აღნიშნულია ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.შეგახსენებთ, 2023 წლიდან საპენსიო სესხების მომხმარებლებისთვის ახალი პირობები განისაზღვრა და სახელმწიფოსა და „ლიბერთი ბანკს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულებით დაწესდა სპეციალური ფორმულა, რომელზე დაყრდნობითაც საპენსიო სესხის განაკვეთი უნდა ითვლებოდეს შემდეგნაირად – ექვსთვიან TIBR ინდექსს პლუს 15%. TIBR-ის ინდექსი არის თბილისის ბანკთაშორისი განაკვეთის ინდექსი, რომელიც როგორც წესი ეროვნული ბანკის რეფინანსირების განაკვეთის ტოლია. შესაბამისად, არსებული მდგომარეობით, საპენსიო სესხების განაკვეთი 23-24 პროცენტის ფარგლებში უნდა იყოს.ცვლილება შეეხოთ იმ პირებს, რომლებსაც საპენსიო სესხის ხელშეკრულება 2023 წლამდე ჰქონდათ გაფორმებული. განაკვეთების ცვლილება 15 მარტს მოხდება.საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე 22 თებერვალს ეროვნული ბანკისა და „ლიბერთი ბანკის“ წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ 150 000-ზე მეტ პენსიონერს სესხის პროცენტი შეუმცირდება.

სხვა სიახლეები

puli

საზოგადოება 1715099655

„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში რიგი ცვლილებები იგეგმება - ნახეთ, დეტალები

საქართველოს მთავრობა „დაგროვებითი პენსიის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანას გეგმავს. კანონპროექტის ავტორი ეკონომიკის სამინისტროა.bpn.ge –ის თანახმად, „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში რიგი ცვლილებები იგეგმება, მაგალითად „საპენსიო სააგენტოს“ სახელი შეიცვლება „საპენსიო ფონდის“ დასახელებით.ამასთანავე, კანონპროექტის თანახმად იცვლება მმართველობითი სისტემა, კერძოდ, საინვესტიციო და სამეთვალყურეო საბჭოები უქმდება და მათ ნაცვლად იქმნება ერთი ორგანო „მმართველობითი საბჭო“. აღნიშნული საბჭო განახორციელებს დაგროვებითი საპენსიო სქემის მართვას, ასევე შეასრულებს საინვესტიციო და ადმინისტრაციულ/საოპერაციო ფუნქციებს.მმართველობითი საბჭოს „სპეციალური ფუნქციები“ ექნება: საინვესტიციო, რისკისა და შიდა აუდიტის ფუნქციები. საინვესტიციო ფუნქცია გულისხმობს საპენსიო აქტივების ინვესტირებას რეალური ამონაგების (ინფლაციის გათვალისწინებით) მაქსიმალურად გაზრდის მიზნით.საპენსიო ფონდის მმართველი საბჭო არანაკლებ 9, მაქსიმუმ კი 15 წევრისგან უნდა შედგებოდეს. 9 წევრის შემთხვევაში 1 თანამდებობრივი წევრია, ხოლო 9-ზე მეტის შემთხვევაში - 2 თანამდებობრივი წევრი.„კანონის შესაბამისად მმართველობითი საბჭოს პროფესიონალ წევრებს ირჩევს შესარჩევი კომისია და დასანიშნად წარუდგენს საქართველოს პრემიერ-მინისტრს. მმართველობითი საბჭოს პროფესიონალი წევრის უფლებამოსილების ვადაა 5 წელი“, - აღნიშნულია კანონპროექტში.მმართველობითი საბჭოს პროფესიონალ წევრთა კანდიდატურების შესარჩევი კომისია შედგება 7 წევრისგან: ფინანსთა მინისტრი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, პარლამენტის 3 წევრი (წარადგენს საკანონმდებლო ორგანო), 1 დამოუკიდებელი წევრი (დამოუკიდებელ წევრს წარადგენს ეროვნული ბანკი).მმართველობითი საბჭო ვალდებულია შექმნას შემდეგი კომიტეტები: საინვესტიციო კომიტეტი, რისკის კომიტეტი და შიდა აუდიტის კომიტეტი.კანონპროექტით დადგინდა, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი წარმოადგენს საპენსიო ფონდის და მისი ყველა საქმიანობის ზედამხედველს.ამავე კანონპროექტით განისაზღვრა სპეციალიზებული დეპოზიტარის შერჩევის წესი, აღნიშნულის განხორციელება დაეკისრა „საპენსიო ფონდის“ საინვესტიციო კომიტეტს, რომელიც სპეციალიზებულ დეპოზიტარს კონკურსის წესით შეარჩევს. შერჩევის მოთხოვნებს, განსაზღვრავს და ამტკიცებს მმართველობითი საბჭო. ამავე მუხლში ეროვნულ ბანკთან სპეციალიზებული დეპოზიტარის ხელშეკრულების დადებაზე გადაწყვეტილების მიღება დაექვემდებარა მმართველობით საბჭოს.ამასთანავე, კანონპროექტის ერთ-ერთი ნაწილის თანახმად, საპენსიო ფონდში თანხების გადანაწილება შესაძლებელი იქნება პროექტების ფინანსირებაზე; იზრდება ლიმიტებიც, მაგალითად დაბალრისკიანი საინვესტიციო პორტფელის 15%-იანი ლიმიტი, იზრდება 20%-მდე, ხოლო მაღალპროცენტიანი საინვესტიციო პორტფელი 25%-მდე.გარდა ამისა, იზრდება „საპენსიო ფონდის“ მართვის საკომისიოც 0.5%-დან 0.75%-მდე.„გავლენის ჯამური ოდენობა დამოკიდებული იქნება თუ რა კონკრეტულ ოდენობას დაადგენს საქართველოს მთავრობა, ასევე მეტწილად დამოკიდებული იქნება მოცემულ მომენტში საპენსიო ფონდის მართვის ქვეშ მყოფი აქტივების მოცულობაზე“, - აღნიშნულია კანონპროექტში.დოკუმენტში აღნიშნულია, რომ კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას.ასევე, „იქიდან გამომდინარე, რომ კანონპროექტის შესაბამისად იზრდება ეროვნული ბანკის საზედამხედველო უფლებამოსილებები, რაც დაკავშირებულია დამატებითი ადამიანური რესურსის საჭიროებასთან, აღნიშნული საჭიროების ფარგლებში დასაქმებულს პირებს ასევე მოუწევთ საშემოსავლო გადასახადის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტში. ზემოაღნიშნული გარემოებები გავლენას იქონიებს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე“.კანონპროექტის მიხედვით, 2025 წლის 1-ელ ივლისამდე საპენსიო ფონდმა უნდა უზრუნველყოს სამართლებრივი აქტების კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობა, ხოლო 2025 წლის 1-ელ მარტამდე შესარჩევმა კომისიამ უნდა უზრუნველყოს მმართველობითი საბჭოს წევრების არჩევა, ხოლო პრემიერ-მინისტრმა არჩეული წევრების დანიშვნა.

ყაზახეთი

მსოფლიო 1715099495

ყაზახეთში, შესაძლოა, სექსის გადასახადი შემოიღონ - სქესობრივი კონტაქტის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 14 წუთს - წინააღმდეგ შემთხვევაში, გაანგარიშება მოხდება სპეციალური კოეფიციენტის მიხედვით

ცნობილი ორგანიზაცია „ყაზახეთის მუსლიმთა კავშირი“ სექსზე გადასახადების დაწესების წინადადებით გამოვიდა.ყაზახეთის მუსლიმთა კავშირი ასევე მტკიცედ უჭერს მხარს მთავრობის გადაწყვეტილებას, ველური კენკრისა და სოკოს შეგროვებაზე გადასახადის შემოღების შესახებ. ამასთან დაკავშირებით, ამაზე არ გაჩერდნენ და სექსის გადასახადის შემოღება მოითხოვეს, - ნათქვამია მურატ თელიბეკოვის ფეისბუკის გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში, რომელიც საკუთარ თავს გაერთიანების თავმჯდომარეს უწოდებს.„თითოეული ყაზახი, რომელიც კანონიერად არის დაქორწინებული, ვალდებულია გადაიხადოს გადასახადი 584 ტენგეს (1000 ტენგე დაახლოებით 6 ლარია) ოდენობით, ერთი სქესობრივი კავშირისთვის. გადასახადი არარეგისტრირებული წყვილისთვის იქნება 748 ტენგე“ - წერს თელიბეკოვი .გარდა ამისა, აპლიკაცია მოიცავს სხვა სახის სექსუალური აქტების ხარჯებს. მაგალითად, სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლებს შორის სექსი 2 741 ტენგეთი დაიბეგრება. ხოლო საყვარლებს შორის კავშირი - 4892 ტენგე ეღირება.ასევე აღნიშნულია, რომ სქესობრივი კონტაქტის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 14 წუთს. წინააღმდეგ შემთხვევაში, გაანგარიშება მოხდება სპეციალური კოეფიციენტის მიხედვით. ასევე აღნიშნულია, რომ ქვეყანაში უცხოელთან სექსი ორმაგი განაკვეთით დაიბეგრება.თელიბეკოვი წერს, რომ "ადამიანის ცხოვრების ასეთი მნიშვნელოვანი სფერო არ შეიძლება დარჩეს შემთხვევითობისთვის, სახელმწიფომ უნდა აკონტროლოს იგი, რათა შეინარჩუნოს მორალური პრინციპები და მიაღწიოს მნიშვნელოვან პროგრესს დემოგრაფიულ სფეროში".ასევე ნახეთ: VIDEO: „დაინგრა დარბაზი!..“ – გელა დონაძისა და ოთო ნემსაძის შთამბეჭდავი შესრულებასად წავიღოთ "დაძველებული" წითელი კვერცხი და ყვითელი ჯეჯილი - დეკანოზის პასუხი

დეპრესია

რჩევები 1715098631

დეპრესიის განვითარების მანიშნებელი ძირითადი სიმპტომები

დეპრესიის ძირითადი სიმპტომები, რისთვისაც უნდა მიმართოთ ექიმს, არის ძილისა და მადის ორკვირიანი დარღვევა.როდესაც დეპრესია ვითარდება, ადამიანს შეიძლება ჰქონდეს დეპრესიული განწყობა მინიმუმ ორი კვირის განმავლობაში.ირღვევა ძილი და მადაც – პაციენტმა შეიძლება მოიმატოს წონაში ან დაიკლოს, სწრაფად დაივიწყოს ყველაფერი, ეძინოს ძალიან ბევრი ან ძალიან ცოტა.ადამიანს უვითარდება აპათია, უხალისობა, დაკარგული აქვს რაიმეს გაკეთების სურვილი, პირქუში აზრები გაუთავებლად ტრიალებს მის თავში, რომ ან სამყარო ცუდია, ან თავად არის ცუდი.დეპრესია შეიძლება გამოწვეული იყოს სტრესით, ასევე გენეტიკური განწყობით.

მარიამ ლაშხი

პოლიტიკა 1715098440

მარიამ ლაშხი - შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (SIDA) „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მთავარი დამფინანსებელია და წელიწადში 1 000 000 ლარს აძლევს - სააგენტომაც და საელჩომაც კარგად იციან, რომ ამ ორგანიზაციას მკაფიო პოლიტიკური დღის წესრიგი და საარჩევნო მიზნები აქვს

 „წარმოიდგინეთ, რომ საქართველოს მთავრობა შვედეთში აფინანსებდეს ორგანიზაციას, რომელიც ულტიმატუმს წაუყენებს შვედეთის პარლამენტს, რომ მან მთავრობა გადააყენოს და ახალი მთავრობის ჩამოყალიბებაში საქართველოს მთავრობის მიერ დაფინანსებულ ამ ორგანიზაციას ჰქონდეს ვეტოს უფლება, ხოლო ულტიმატუმის შეუსრულებლობის შემთხვევაში წალეკვით დაემუქრება - ასე ეხმიანება უმრავლესობის წევრი მარიამ ლაშხი შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის მინისტრის იოჰან ფორსელის განცხადებას იმის შესახებ, რომ შეშფოთებულია „გამჭვირვალობის კანონპროექტით“. მარიამ ლაშხის თქმით, შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (SIDA) "საერთაშორისო გამჭვირვალობის" მთავარი დამფინანსებელია და წლიწადში 1 000 000 ლარს აძლევს. სააგენტომაც და საელჩომაც კარგად იციან, რომ ამ ორგანიზაციას მკაფიო პოლიტიკური დღის წესრიგი და საარჩევნო მიზნები აქვს, მაგრამ სამწუხაროდ ფულის ხარჯვას არ უდგებიან პასუხისმგებლიანად, რაც საერთაშორისო ვალდებულებების დარღვევაა. „წარმოიდგინეთ, რომ საქართველოს მთავრობა შვედეთში აფინანსებდეს ორგანიზაციას, რომელიც - ულტიმატუმს წაუყენებს შვედეთის პარლამენტს, რომ მან მთავრობა გადააყენოს და ახალი მთავრობის ჩამოყალიბებაში საქართველოს მთავრობის მიერ დაფინანსებულ ამ ორგანიზაციას ჰქონდეს ვეტოს უფლება. ხოლო ულტიმატუმის შეუსრულებლობის შემთხვევაში წალეკვით დაემუქრება. - არჩევნების დღეებში გაავრცელებს დადასტურებულ ტყუილს, თითქოს შვედეთის იუსტიციის სამინისტრო ყალბ პირადობის მოწმობებს ბეჭდავს, არჩევნების გასაყალბებლად. - შვედეთის პარლამენტზე შექმნის დეზინფორმაციულ ანგარიშს. - შვედეთის პარლამენტის წევრების წინააღმდეგ წამოიწყებს კამპანიას და მათ ფაშისტ გერმანელებს უწოდებს, ხოლო შვედურ კანონს ფაშისტური გერმანიის კანონს. - შვედ მოსამართლეებს მაფიოზებს უწოდებს და მოითხოვს, რომ მოსამართლეების შერჩევაში შვედეთში საქართველოს ელჩმა მიიღოს მონაწილეობა. შვედეთის ხელისუფლებას არაერთხელ რომ მიეთითებინა, რომ საქართველოს პასუხისმგებლიანად ეხარჯა ფული შვედეთში, არ წაეხალისებინა დეზინფორმაცია და რადიკალიზმი და საქართველოს ხელისუფლებას ამაზე ნული რეაგირება ჰქონოდა. როგორ ფიქრობთ, შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის მინისტრი ასეთ ორგანიზაციას შვედურ სამოქალაქო საზოგადოებას, ხოლო საქართველოს მთავრობას მეგობარს უწოდებდა? არადა საქართველოში ეს ხდება. შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (SIDA) "საერთაშორისო გამჭვირვალობის" მთავარი დამფინანსებელია და წლიწადში 1 000 000 ლარს აძლევს. სააგენტომაც და საელჩომაც კარგად იციან, რომ ამ ორგანიზაციას მკაფიო პოლიტიკური დღის წესრიგი და საარჩევნო მიზნები აქვს, მაგრამ სამწუხაროდ ფულის ხარჯვას არ უდგებიან პასუხისმგებლიანად, რაც საერთაშორისო ვალდებულებების დარღვევაა“, - წერს მარიამ ლაშხი Facebook-ზე.        

სალომე უშხვანი

საზოგადოება 1715097426

„პაატას შემწვარ-მოხრაკულებს ვეღარ შევჭამ...“ - რა შეემთხვა სალომე უშხვანს (ფოტო)

„პრაიმ ჰაუს ALL STAR-ის“ მონაწილე, სალომე უშხვანი ჯანმრთელობის პრობლემის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. როგორც ირკვევა, პანკრეატიტის დიაგნოზი დაუსვეს.„პაატას შემწვარ-მოხრაკულებს ვეღარ შევჭამ... პანკრეატიტიღა მაკლდა...“ - წერს რეალითი შოუს მონაწილე.ცნობისთვის, პანკრეატიტი პანკრეასის ანთებაა. პანკრეასის ანთების მიზეზი შეიძლება იყოს ნაღვლის კენჭები, ალკოჰოლი, ზოგიერთი წამალი, ვირუსული ინფექცია და საჭმლის მომნელებელი ფერმენტები. პანკრეატიტი, ჩვეულებრივ, სწრფად ვითარდება და რამდენიმე დღეში ცხრება, თუმცა, შეიძლება, რამდენიმე თვეც გაგრძელდეს.