დეპრესიის განვითარების მანიშნებელი ძირითადი სიმპტომები

დეპრესია

დეპრესიის ძირითადი სიმპტომები, რისთვისაც უნდა მიმართოთ ექიმს, არის ძილისა და მადის ორკვირიანი დარღვევა.

როდესაც დეპრესია ვითარდება, ადამიანს შეიძლება ჰქონდეს დეპრესიული განწყობა მინიმუმ ორი კვირის განმავლობაში.

ირღვევა ძილი და მადაც – პაციენტმა შეიძლება მოიმატოს წონაში ან დაიკლოს, სწრაფად დაივიწყოს ყველაფერი, ეძინოს ძალიან ბევრი ან ძალიან ცოტა.

ადამიანს უვითარდება აპათია, უხალისობა, დაკარგული აქვს რაიმეს გაკეთების სურვილი, პირქუში აზრები გაუთავებლად ტრიალებს მის თავში, რომ ან სამყარო ცუდია, ან თავად არის ცუდი.დეპრესია შეიძლება გამოწვეული იყოს სტრესით, ასევე გენეტიკური განწყობით.