„იძულებული ვარ, მივმართო საზოგადოებას...“ - მორაგბე ლაშა ლომიძე მიმართვას ავრცელებს
1763238321
უწყებათაშორისი სამეთაურო-საშტაბო სწავლების „დიდგორი 2025“ აღსრულება აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. სწავლების ფარგლებში დაგეგმილი საველე კომპონენტები ტაქტიკურ დონეზე ქვედანაყოფებს შორის ურთიერთქმედების დახვეწასა და კოორდინაციის გაღრმავებას ითვალისწინებს.
ამ მიზნით ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, სიმულაციური სცენარის მიხედვით, ხანძარზე რეაგირების და რეიდის ერთობლივი ოპერაციები განხორციელდა. სწავლებაში კოორდინირებულად და სინქრონიზებულად მოქმედებდნენ სახელმწიფო უწყებების ქვედანაყოფები. ერთობლივ ოპერაციებში მონაწილეობდნენ ეროვნული გვარდიის მე-10
ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის ქვედანაყოფები, სპეციალური ოპერაციების სარდლობის სპეცდანიშნულების ჯგუფი, სსიპ თავდაცვის მოხალისის წარმომადგენლები, შსს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ჯგუფები და საპატრულო პოლიცია, ასევე ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო ბრიგადა და ადგილობრივი თვითმმართველობის ელემენტები.
საველე სწავლებას კრწანისში მდებარე ფორმირებული შტაბიდან სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები აკვირდებოდნენ და სცენარით გათვალისწინებულ შემდეგ მოქმედებებს ახორციელებდნენ.
„დიდგორი 2025“ წინა სწავლებებთან შედარებით უფრო მასშტაბურია. მასში სახელმწიფო უწყებების 5000-მდე წარმომადგენელი მონაწილეობს, შტაბები საქართველოს მასშტაბით 25 ლოკაციაზეა გაშლილი, სწავლება 29 საველე კომპონენტს მოიცავს. გაზრდილია საველე კომპონენტში უწყებების ჩართულობაც.